ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) გახსნის ცერემონია






დღეს ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) გახსნის ცერემონიას უხელმძღვანელა. GDRP სამთვიანი წვრთნისა და მზადყოფნის პროგრამაა, რომელსაც აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური უჭერს მხარს. პროგრამის ფარგლებში ქვედანაყოფის დონეზე ჩატარდება წვრთნები და საცეცხლე ვარჯიშები, რაც საქართველოს 22-ე ქვეით ბატალიონს საკუთარი ქვეყნის თავდაცვისა და მსოფლიოს გარშემო საერთაშორისო მისიების მხარდასაჭერად საბრძოლო ოპერაციების ჩასატარებლად მოამზადებს. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა ხაზს უსვამს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის არსებულ მტკიცე თანამშრომლობას.