ელჩ იან კელის კომენტარი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კინეოლოგიის ცენტრის გახსნის ცერემონიაზე (24 იანვარი)

ელჩ იან კელის კომენტარი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კინეოლოგიის ცენტრის გახსნის ცერემონიაზე (24 იანვარი)

ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პრიორიტეტი საქართველოში არის ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერა. ეს მოიცავს ქართული მხარის მიერ საკუთარი საზღვრების მართვას და შესაბამისად უკანონო მიმოსვლის აღკვეთას, ისევე როგორც, კანონიერი გადაადგილების უზრუნველყოფას. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა. დღეს ვიხილეთ ძალიან შთამბეჭდავი დემონსტრირება იმისა თუ როგორ შეუძლიათ ჩვენს „კ-9“ მეგობრებს (სამომსახურებო ძაღლებს) საქართველოს სუვერენიტეტისა და საზღვრების დაცვაში დახმარების გაწევა, რათა მივაღწიოთ საერთო მიზანს უზრუნველვყოთ საქართველოს დამოუკიდებლობა. ჩემთვის დიდი პატივია მინისტრთან ერთად ამ ცენტრის გახსნა და ველი მომავალში ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას.