აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ბახტაძეს ხვდება, საქართველოში აშშ-ს ინვესტიციების ხელშეწყ

თბილისი, საქართველო–აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, დევიდ ბოჰიჯიანი და ამერიკის მთავრობის სხვა ოფიციალური პირები დღეს პრემიერ-მინისტრ ბახტაძეს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანია აშშ-ს ინვესტიციების ხელშეწყობა რეგიონში, პარტნიორობის გაძლიერება და ბიზნეს ურთიერთობების განვითარება, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობისათვის.

“აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის ინვესტიციებმა საქართველოში ხელი შეუწყო ქართველი ხალხისათვის შესაძლებლობებისა და კეთილდღეობის ზრდას იმ პროექტების მეშვეობით, რომელიც ყურადღებას ამახვილებს გამჭვირვალობის, მდგრადობის, ხარისხისა და საზოგადოების და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე “, – განაცხადა ბოჰიჯიანმა.

“საქართველო მაგალითია იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც კარგი მმართველობა კარს უღებს კერძო ინვესტიციებს. ამავდროულად საქართველოს აქვს კარგი პოტენციალი მომავალი ინვესტიციებისათვის. ჩვენ ველით საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, აგრძელებს რა იგი რეფორმების გზას და ქმნის პირობებს აშშ-ის ინვესტიციებისთვის, რაც სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყნის ეკონომიკასა და ხალხს “.
ამ დროისთის OPIC-ს 138 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოში, 21 პროექტში, რომელიც სხვადასხვა სექტორებს მოიცავს, მათ შორისაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და ფინანსურ მომსახურება. OPIC-მა 1974 წლიდან დღემდე საქართველოში 618 მილიონის, ხოლო კავკასიაში თითქმის ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

ინფრასტრუქტურულ განვითარებაში აშშ-ს დაინტერესების გაზრდის მიზნით, დელეგაციამ შავი ზღვის სანაპიროზე ანაკლისა და ფოთის პორტის ტერიტორიები მოინახულა, რომელთა დაფინანსება OPIC-ის ფარგლებში განიხილება. ანაკლიის პორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის ტვირთების გადაზიდვებს, რაც შეამცირებს საზღვაო გადატვირთვის ხარჯებს ცენტრალურ აზიაში. ფოთის პორტი მოემსახურება რეგიონალურ გემებს, რომელთაც მარცვლეული, მშრალი ნაყარი ტვირთი, და სხვა სახის ტვირთი გადააქვთ სამხრეთ კავკასიაში.

აშშ-ს ოფიციალურმა პირება აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს ცერემონიალში, სკოლა „ფესვებში“, რომლის დამაარსებელი და მფლობელი ქალია. აღნიშნულ სკოლას რეაბილიტაცია უტარდება „გაზელ ფონდის“ (Gazelle Fund) დაფინანსებით. „გაზელ ფონდი“ საინვესტიციო ფონდია, რომელსიც 21 მილიონი დოლარის ფინანსურ მხარდაჭერას იღებს OPIC-ის ფარგლებში. დელეგაციის წევრები ასევე ესტუმრნენ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს, რომელმაც OPIC-ის 3.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი აიღო, შენობის შეძენისა და რემონტისათვის. ისინი ასევე შეხვდნენ აშშ-ის ბიზნეს ლიდერებს ამერიკის სავაჭრო პალატაში. შეხვედრაზე განიხილეს საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოში.

OPIC გახლავთ ამერიკის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი
ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ს მთავრობის მიერ განვითარების დაფინანსების მოდერნიზებული მიდგომის საჭიროების შესახებ, რათა ხელი შეუწყოს პარტნიორების ზრდას, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ინვესტიციების ზრდას ამერიკისათვის მნიშვნელოვან რეგიონებში,

###

OPIC არის ამერიკის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი. იგი მობილიზებას უწევს კერძო კაპიტალს, რათა ხელი შეუწყოს განვითარების გამოწვევებზე რეაგირებას და ამგვარად გაძლიეროს აშშ-ს საგარეო პოლიტიკა და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტები. OPIC მუშაობს აშშ-ს კერძო სექტორთან, იგი ეხმარება ამერიკულ ბიზნეს ორგანიზაციებს შევიდნენ ახალ ბაზრებზე, რაც ხელს უწყობს შემოსავლების, სამუშაო ადგილების ზრდასა და განვითარებას როგორც სამშობლოში, ისე საზღვარგარეთ. OPIC თავის მისიას ახორციელებს ინვესტორების დაფინანსების, პოლიტიკური რისკების დაზღვევისა და კერძო ინვესტირების ფონდების მხარდაჭერის გზით, როდესაც კომერციული დაფინანსების მოპოვება სხვაგან არ არის შესაძლებელი. 1971 წელს აშშ-ს მთავრობის მიერ დაფუძნებული კომპანია თვითმყოფადია და არ იღებს თანხებს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისაგან.
OPIC-ის ყველა პროექტი იცავს გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, მათ შორის მუშაკთა უფლებებს. მაღალი სტანდარტების მანდატით, OPIC მიზნად ისახავს ქვეყნებში ინდუსტრიისა და რეგიონალური სტანდარტების ამაღლებას, სადაც ის პროექტებს აფინანსებს. OPIC-ის სერვისები ხელმისაწვდომია მსოფლიოს მასშტაბით 160-ზე მეტ ქვეყანაში, ახალი და გაფართოებადი ბიზნეს საწარმოებისთვის.