2011-2012 წლებში ის მსახურობდა ვაშინგტონში, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის საკითხების დირექტორად მაშინდელი პრეზიდენტის, ობამასა და ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მმართველობის პერიოდში; მის პასუხისმგებლობაში შედიოდა კავკასია და სამხრეთ ევროპის ექვსი ქვეყანა. 2010-2011 წლებში კი მსახურობდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის სპეციალურ თანაშემწედ.
კარიერის განმავლობაში რაიან ჰარკერ ჰარისი დიდ ყურადღებას უთმობდა სახალხო დიპლომატიისა და პოლიტიკურ-სამხედრო საკითხებს. იგი მსახურობდა მისიის პრესსპიკერად სამ საელჩოში და წარმოადგენდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოს რეგიონული რეკონსტრუქციის გუნდებში ჰერათსა და ბადღისში, ავღანეთში; მხარდაჭერას უწევდა მოლაპარაკებებს ესპანეთში აშშ-ის გამანადგურებლებისა და პოსტ-ბენღაზი საზღვაო ქვეითთა ოპერატიული დანაყოფის განთავსების თაობაზე. ასევე, უძღვებოდა უწყებათაშორის ძალისხმევას საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაფართოების კუთხით.
რაიან ჰარკერ ჰარისს აქვს პრინსტონის უნივერსიტეტის საჯარო და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის მაგისტრის ხარისხი საჯარო პოლიტიკაში. იგი სწავლობდა ქართულ, რუსულ, სერბულ, ესპანურ და დარი ენებს, აგრეთვე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს უილიამისა და მერის კოლეჯში. მისი მეუღლე კრისტოფერიც არის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელი. მათ ჰყავთ ორი ქალიშვილი.