- პოლიტიკა და ისტორია
- მხარდაჭერა
აშშ მთავრობის დახმარების მიზანია დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაციის და გაღრმავების ხელშეწყობა და საქართველოს დახმარება თავისუფალი საბაზრო რეფორმების განხორციელების გზით ევრო-ატლანტიკურ ერთობაში ინტეგრირებაში. აშშ მთავრობა ასევე ხელს უწყობს საქართველოს ძალისხმევას ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციის გზით ენერგო უსაფრთხოების მისაღწევად.
- აშშ-ის მხარდაჭერა ციფრებში: საერთაშორისო დახმარების ოპერაციები: საქართველო
- აშშ-ის დახმარება ქართველ ხალხს: 1 მილიარდიანი დახმარების პირობა შესრულებულია
- აშშ-ის მთავრობის დახმარება საქართველოს: კვარტალური ცნობარი (PDF 1.6MB)
- სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარების პროგრამები
- საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება
- საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ყოველწლიური საგრანტო კონკურსები:
- ელჩის კულტურის დაცვის ფონდი
- დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამა
- სახელმწიფო დეპარტამენტის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთათვის ალუმნი გრანტები
- წიგნის თარგმნის პროგრამა
- საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების სხვა საგრანტო პროგრამები:
- მედიის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამა
- საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა
- ჟურნალისტიკის სკოლის პარტნიორობის პროგრამა ზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურ სკოლასთან
- სოციალურ მეცნიერებათა კვლევის საუნივერსიტეტო პროგრამა დოქტორანტებისთვის (Pdf 108 KB)
- სოციალურ მეცნიერებათა კვლევის საუნივერსიტეტო პროგრამა ქართველი პროფესორებისთვის
- საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეები
- მოსახლეობა, ლტოლვილები და მიგრაცია
- აშშ-ის მთავრობის დახმარების სხვა პროგრამები საქართველოში
- აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში
- მშვიდობის კორპუსი
- დაავადებათა კონტროლის ცენტრი
- თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო
- თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისი
- აშშ-ის არმიის საინჟინრო კორპუსი
- აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA)
- აშშ-ის ხაზინა
აშშ-ის დახმარება ქართველ ხალხს: 1 მილიარდიანი დახმარების პირობა შესრულებულია
ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება ქართველ ხალხს
ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება ქართველ ხალხსერთი მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის დაპირების განხორციელება
“ეს ფული დაეხმარება საქართველოს მოსახლეობას რომ გაუმკლავდეს საქართველოს ეკონომიკისათვის მიყენებული ზიანს და არის ნათელი გზავნილი იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ მიატოვებს ამ ახალგაზრდა დემოკრატიას” – სენატორი ჯოზეფ ბაიდენი, 2008 წლის აგვისტო
სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობა – $48,600,000
• აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა;
• კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გაძლიერება, მათ შორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შექმნა;
• ხელისუფლების უფრო მეტი გამჭვირვალეობის, საარჩევნო სისტემის დახვეწისა და მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესება;
• პარლამენტის პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა;
• პოლიტიკური პარტიების დახმარება, რათა მათ უკეთესად წარმოადგინონ საკუთარი ამომრჩევლები და უფრო ეფექტურად შეძლონ არჩევნებში კონკურენციის გაწევა;
• ახალგაზრდა ლიდერებისათვის ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შექმნა;
• უფრო გამჭვირვალე მედიისა და ჟურნალისტთა ახალი თაობის დახმარება.
ინვესტიცია მოსახლეობაში/ჰუმანიტარული დახმარება – $440,433,000
• საქართველოს მთავრობისათვის 250 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა საბიუჯეტო დახმარების სახით პენსიების გასაცემად, დაუცველი ჯგუფებისათვის ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად, სკოლების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და სამინისტროების დასახმარებლად (თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოკლებით);
• შიდა ქართლის რეგიონის იძულებით გადაადგილებულ პირთა უზრუნველყოფა საკვებით, თავშესაფრითა და საარსებო საშუალებებით. იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
• ჯანდაცვის სექტორის ქმედუნარიანობის გაძლიერება და საავადმყოფოების განახლება;
• ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში განსაკუთრებით დაზიანებული საჯარო სკოლებისა და უპატრონო ბავშვთა სახლების გარემონტება;
• იძულებით გადაადგილებულ პირთა არსებული თავშესაფრების განახლება და წინა კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.
ეკონომიკური ზრდა – $467,890,000
• საზღვარგარეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIჩ) ახალი საფინანსო პროექტების დაფინანსება და კაპიტალის ხელმისაწვდომობის გაზრდა სესხების გარანტიის გზით;
• ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება, მათ შორის ელექტრო და გაზის სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარება;
• მთავარი გზების მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სხვა პროექტების ხელშეწყობა;
• საქართველოს რეგიონული და საერთაშორისო სავაჭრო პერსპექტივების ხელშეწყობა;
• სამუშაოსათვის ათასობით ქართველის გადამზადებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.
მშვიდობა და უსაფრთხოება – $44,577,000
• სახმელეთო ნაღმებისა და აუფეთქებელი ჭურვების განაღმვა;
• პოლიციის, სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო სამსახურის გაძლიერება საქართველოს მოსახლეობის თავდაცვისა და კანონის უზენაესობა უზრუნველყოფა;
• საქართველოს საგანგებო მდგომარეობებისათვის მზადყოფნისა და რეაგირების უნარის გამტკიცება;
• ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მონიტორინგი – $2,000,000
GMP (საქართველოს მონიტორინგის პროექტი) არის აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ორ-წლიანი პროგრამა (2010 ივნისი – 2012 მაისი) რათა მონიტორინგი გაუწიოს აშშ მთავრობის საგარეო დახმარებას საქართველოს მთავრობისათვის 1 მილიარდიანი დახმარების პირობის ფარგლებში. ანგარიშები:
აშშ მთავრობის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების ეფექტურობის ანალიზი (PDF 1,081 KB)