თავდაცვის საფრთხის შემცირების სამსახური საქართველოში

თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA) საქართველოში მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიზნებს, როგორიცაა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, საერთაშორისო თანამშრომლობა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ღონისძიებები. თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ძირითადი, საქართველოში აქტიური პროგრამებია ერთობლივი საფრთხის შემცირების (CTR) ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა (BTRP), მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების პროგრამა (WMD PPP), საერთაშორისო გაუვრცელებლობის პროგრამა (ICP) და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საგანგებო სიტუაციების მართვის პროგრამა. (CBRN).

საქართველოში თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მთავარ პროგრამებს წარმოადგენს:

• ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა (BTRP) – საქართველოში შეეხება საფრთხეებს ამერიკის შეერთებული შტატების და გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების საკითხებს, რომელიც გამოიხატება განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების აფეთქებების რისკით. იგი ხელს უწყობს საუკეთესო გამოცდილებების წახალისებას ბიოლოგიურ უსაფრთხოების სფეროში, აუმჯობესებს რა საქართველოს უნარიანობას სწრაფად მოახდინოს ინფექციური დაავადებების გამოვლენა და შეტყობინება, ასევე საერთაშორისო კვლევით სფეროში თანამშრომლობის დანერგვა და გაუმჯობესება. ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა (BTRP) საქართველოში ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრთან (CDC), უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევით ინსტიტუტთან (WRAIR) თანამშრომლობით, ასევე ხორციელდება ახლო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტთან (USDA) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID). ამ თანამშრომლობის დამაგვირგვინებელ მიღწევას წარმოადგენს რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, თანამედროვე ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის კვლევითი დაწესებულება, რომელიც აშენდა თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს მიერ და გადაეცა კუთვნილებაში და საექსპლუატაციოდ საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს 2013 წელს.

• მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების პროგრამა (WMD PPP) მოიცავს მცურავი საშუალებების მოდერნიზაციას და პორტის ინფრსასტრუქტურის განახლების პროგრამას, რომელიც ხორციელდება შავი ზღვის სანაპიროზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამასთან ახლო თანამშრომლობით (EXBS). მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების პროგრამის (WMD PPP) ფარგლებში, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA) და სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების ოფისი საქართველოში საქართველოს საზღვრის დაცვის და სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან თანამშრომლობს, რათა გააუმჯობესოს საქართველოს შესაძლებლობა აღმოაჩინოს და აღკვეთოს მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული მასალების გავრცელება შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც ითვალისწინებს ტექნიკური უზრუნველყოფის, ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის სფეროში ხარვეზების აღმოფხვრას და მდგრადობის შესაძლებლობის განვითარებას ამ პორტებთან და აღჭურვილობის განახლებასთან დაკავშირებით.

• საერთაშორისო გაუვრცელებლობის პროგრამა (ICP) აწვდის სწავლებას და აღჭურვილობას სამართალდამცველ ორგანოებს, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურს, და საზღვრის დაცვის სამსახურებს. პროგრამის საქმიანობა შეესაბამება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფი დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) მიზნებს საქართველოში. საერთაშორისო გაუვრცელებლობის პროგრამის (ICP) მთავარ მიზანს წარმოადგენს სამართალდამცველი, საგანგებო სიტუაციების და საზღვრის დაცვის სამსახურების დახმარება პროფესიონალური კადრების ჩამოყალიბებაში; ზემოთმოხსენიებული ორგანოების შესაძლებლობის გაუმჯობესება, რათა გამოავლინონ, აღკვეთონ, განსაზღვრონ, გამოიძიონ და რეაგირება მოახდინონ მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებილი მასალების უკანონო გადატანაზე; ასევე შექმნას ხანგრძლივი და ორმხრივად სასარგებლო საქმიანი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოს და სხვა რეგიონალურ სააგენტოებს შორის.

• ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საგანგებო სიტუაციების მართვის პროგრამის (CBRN) მთავარ საქმიანობას წარმოადგენს საგანგებო სიტუაციების მართვის პერსონალის უზრუნველყოფა სწავლებებით და მთავარი ეროვნული დოქტრინის ჩამოყალიბება ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესახებ.

თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA) თანამშრომლობს საქართველოს სამინისტროებთან და სააგენტოებთან, რათა მიაღწიონ აღნიშნულ მიზნებს. მთავარი სამთავრობათშორისო უწყებები, რომლებიც მუშაობენ საზოგადოებრივ და ცხოველთა ჯანდაცვის მიზნების განხორციელებისთვის, არიან: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიები და სურსათის ეროვნული სააგენტო. სხვა მთავარი კოლაბორატორები, რომლებიც მუშაობენ თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან (DTRA) ერთად გაუვრცელებლობისა და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (CBRN) საგანგებო სიტუაციების მართვის მიზნების განხორციელების კუთხით არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის და სანაპირო დაცვის დეპარტამენტი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე ეროვნული რეაგირების ჯგუფი, და ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ევრაზიის ოფისი თბილისის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში არის რეგიონალური და პასუხისმგებელია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, მოლდოვაში, უკრაინაში და უზბეკეთში არსებული ოფისების საქმიანობის კოორდინირებაზე. მეტი ინფორმაცია თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მისიის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ პორტალზე http://www.dtra.mil/.