ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL)

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL) დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობას კანონის უზენაესობის განმტკიცებაში, რისთვისაც ტრენინგებს უტარებს სამართალდამცავ ოფიცრებს, პროკურორებს, ადვოკატებსა და მოსამართლეებს მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით. ბიუროს საქმიანობა ასევე მიმართულია ქვეყნის ტრანსნაციონალურ დანაშაულთან  ბრძოლის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, რაშიც იგულისხმება ადამიანებითა და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა. აღნიშნული ღონისძიებები ასევე მოიცავს სისხლის სამართლის საპროცესო რეფორმების მაღალ დონეზე განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას, რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების ზრდას და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას.

უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც ბიურო ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს სამართალდამცავ, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების და კანონის უზენაესობის სფეროში, ატარებს ტრენინგებს როგორც ადგილობრივად, ასევე საზღვარგარეთ. INL-ის დაფინანსებით საქმიანობას ახორციელებენ სხვადასხვა იმპლემენტატორები, რომელთა შორის არიან აშშ იუსტიციის დეპარტამენტის საზღვარგარეთ საპროკურორო განვითარების, დახმარებისა და სწავლების პროექტის, სამართლებრივ საკითხებში მრჩევლის ოფისი (DOJ/OPDAT), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივა (ABA-ROLI) საერთაშორისო სამართალდამცავი აკადემია (ILEA) – ბუდაპეშტი, უნგრეთი.

საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს თანამშრომლები
ამჟამად საერთაშორისო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროში დასაქმებულია რვა ადამიანი: პროგრამის დირექტორი, უფროსი მრჩეველი პოლიციის საკითხებში, მრჩეველი პოლიციის საკითხებში, მრჩეველი პრობაციის საკითხებში და ოთხი ადგილობრივი თანამშრომელი.

სამართლებრივ საკითხებში მრჩეველის განყოფილებაში კი მუშაობს ამერიკის ფედერალური პროკურორი და ორი ადგილობრივი იურისტი.
ბიუროსთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ დარეკოთ საელჩოს ძირითად ნომერზე:

(995 32) 227-70-00