ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება ქართველ ხალხს
- აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა;
- კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გაძლიერება, მათ შორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შექმნა;
- ხელისუფლების უფრო მეტი გამჭვირვალეობის, საარჩევნო სისტემის დახვეწისა და მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესება;
- პარლამენტის პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა;
- პოლიტიკური პარტიების დახმარება, რათა მათ უკეთესად წარმოადგინონ საკუთარი ამომრჩევლები და უფრო ეფექტურად შეძლონ არჩევნებში კონკურენციის გაწევა;
- ახალგაზრდა ლიდერებისათვის ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შექმნა;
- უფრო გამჭვირვალე მედიისა და ჟურნალისტთა ახალი თაობის დახმარება.
- საქართველოს მთავრობისათვის 250 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა საბიუჯეტო დახმარების სახით პენსიების გასაცემად, დაუცველი ჯგუფებისათვის ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად, სკოლების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და სამინისტროების დასახმარებლად (თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოკლებით);
- შიდა ქართლის რეგიონის იძულებით გადაადგილებულ პირთა უზრუნველყოფა საკვებით, თავშესაფრითა და საარსებო საშუალებებით. იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
- ჯანდაცვის სექტორის ქმედუნარიანობის გაძლიერება და საავადმყოფოების განახლება;
- ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში განსაკუთრებით დაზიანებული საჯარო სკოლებისა და უპატრონო ბავშვთა სახლების გარემონტება;
- იძულებით გადაადგილებულ პირთა არსებული თავშესაფრების განახლება და წინა კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა.
- საზღვარგარეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIჩ) ახალი საფინანსო პროექტების დაფინანსება და კაპიტალის ხელმისაწვდომობის გაზრდა სესხების გარანტიის გზით;
- ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება, მათ შორის ელექტრო და გაზის სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარება;
- მთავარი გზების მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სხვა პროექტების ხელშეწყობა;
- საქართველოს რეგიონული და საერთაშორისო სავაჭრო პერსპექტივების ხელშეწყობა;
- სამუშაოსათვის ათასობით ქართველის გადამზადებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.
- სახმელეთო ნაღმებისა და აუფეთქებელი ჭურვების განაღმვა;
- პოლიციის, სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო სამსახურის გაძლიერება საქართველოს მოსახლეობის თავდაცვისა და კანონის უზენაესობა უზრუნველყოფა;
- საქართველოს საგანგებო მდგომარეობებისათვის მზადყოფნისა და რეაგირების უნარის გამტკიცება;
- ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მონიტორინგი – $2,000,000
GMP (საქართველოს მონიტორინგის პროექტი) არის აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ორ-წლიანი პროგრამა (2010 ივნისი – 2012 მაისი) რათა მონიტორინგი გაუწიოს აშშ მთავრობის საგარეო დახმარებას საქართველოს მთავრობისათვის 1 მილიარდიანი დახმარების პირობის ფარგლებში. ანგარიშები:
აშშ მთავრობის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების ეფექტურობის ანალიზი (PDF 1,081 KB)