პოლიტიკა და ისტორია

  1. პოლიტიკა და ისტორია
  2. მხარდაჭერა

შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 1991 წლის 25 დეკემბერს, როდესაც პრეზიდენტმა ჯორჯ ჰ.უ. ბუშმა ეს გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ ერისადმი მიმართვისას გამოაცხადა. მანამდე საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა.

აღიარება

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, 1992.
დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 24 მარტს, როდესაც პრეზიდენტმა ჯორჯ ჰ. უ. ბუშმა გადაწყვეტილება პრესისათვის განცხადებაში გამოაქვეყნა. „პრეს-მდივან ფიცუოთერის განცხადება…,“ 1992 წლის 24 მარტი, პრეზიტენტთა საჯარო დოკუმენტები, ჯორჯ ბუში, 1992-1993, თავი 1, 502-503.

დიპლომატიური ურთიერთობები

თბილისში ამერიკის საელჩოს გახსნა, 1992.
თბილისში ამერიკის საელჩო 1992 წლის 23 აპრილს გაიხსნა, მისიის ხელმძღვანელი კერი ქევენა იყო.