შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი

Vice President Mike Penceმაიქლ რ. პენსი დაიბადა კოლუმბუსში, ინდიანაში 1959 წლის 7 ივნისს, ედვარდ და ნენსი პენსის ექვს შვილიან ოჯახში. სიყმაწვილის წლებში მას კარგი შესაძლებლობა ჰქონდა,  ენახა თუ რა არის ამერიკული ოცნება. მას შემდეგ რაც, მისი პაპა,17 წლის ასაკში, გადავიდა საცხოვრებლად  ამერიკის შეერთებულ შტატებში,  მისი  ოჯახი  ამერიკის შუა დასავლეთში დასახლდა. მომავალი ვიცე-პრეზიდენტი ხედავდა, თუ როგორ ქმნიდნენ დედა და მამა, იმას რაც ყველაზე  მნიშვნელოვანია-ოჯახს, საქმეს და კარგ სახელს. მშობლები, რომლებმაც წარმატებული მცირე სამაღაზიო ბიზნესი წამოიწყეს ინდიანას  პატარა ქალაქში, დიდი მზრუნველობით  ზრდიდნენ მას და ასწავლიდნენ    დიდი შრომის, ერთგულებისა და ოჯახის მნიშვნელობას.

1981 წელს ვიცე-პრეზიდენი გაემგზავრა ჰანოვერის კოლეჯში, სადაც მოიპოვა  ბაკალავრის ხარისხი ისტორიაში. იქ ყოფნისას მან განიახლა ქრისტიანული რწმენა, რაც  მისი ცხოვრების მამოძრავებელ ძალად რჩება. მოგვიანებით იგი სწავლობდა ინდიანას უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, სადაც შეხვდა თავისი ცხოვრების თანამგზავრს , მეორე ლედის, კარენ პენსს.

უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ ვიცე-პრეზიდენტი ეწეოდა საადვოკატო პრაქტიკას,  უძღვებოდა ორგანიზაციას “ინდიანას პოლიტიკის განხილვის ფონდი” /Indiana Policy Review Foundation/, იყო  „ მაიკ პენსის შოუ“-ს წამყვანი,  რომელიც გახლდათ რადიო შოუ და აგრეთვე ყოველკვირეული სატელევიზიო  პროგრამა საზოგადოებრივ საკითხებზე, ინდიანაში. ამასობაში, იგი გახდა სამი შვილის მაიკლის, შარლოტას და ოდრის ბედნიერი მამა. იზრდებოდა რა ინდიანაში კარგი და  მშრომელი ინდიანელების გარემოცვაში, ვიცე-პრეზიდენტმა ყოველთვის იცოდა, რომ მას  ჯეროვნად უნდა დაეფასებინა ამაგი შტატისათვის და ქვეყნისათვის.  2000 წელს  მისი  მცდელობა მოეპოვებინა   კონგრესის მანდატი  წარმატებული აღმოჩნდა  და ორმოცი წლის ასაკში იგი  წარმომადგენელთა პალატის წევრი გახდა.

აღმოსავლეთ-ცენტრალურმა ინდიანამ ვიცე-პრეზიდენტი   ექვსჯერ აირჩია თავის წარმომადგენლად კონგრესში. კაპიტოლიუმის ბორცვზე /კონგრესში/ მან თავი დაიმკვიდრა,  როგორც  შეზღუდული მთავრობის, ფისკალური პასუხისმგებლობის, ეკონომიკური განვითარების, განათლების შესაძლებლობების, და ამერიკის კონსტიტუციის ქომაგმა. მისმა კოლეგებმა სწრაფადვე გააცნობიერეს მისი ლიდერული შესაძლებლობები და აირჩიეს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური პარტიის კვლევის კომიტეტის თავჯდომარედ, აგრეთვე წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური პარტიის სათათბიროს თავჯდომარედ. ამ ამპლუაში, ვიცე-პრეზიდენტმა ხელი შეუწყო მთავრობის შემცირებას და მის უფრო მეტ ეფექტიანობას,  ხარჯვითი ნაწილის შემცირებას  და შტატის და ადგილობრივი მთავრობებისათვის ძალაუფლების დაბრუნებას.

 

2013 წელს ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა დატოვა ქვეყნის დედაქალაქი, როდესაც ინდიანას შტატის მოსახლეობამ იგი  ინდიანას 50-ე გუბერნატორად აირჩია. მან იგივე  სამოქმედო კურსი- შეზღუდული მთავრობა და დაბალი გადასახადები-  ინდიანას  შტატის საკანონმდებლო ორგანოშიც გაატარა.  გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნისას მან მოახდინა საშემოსავლო გადასახადის  შემცირება, – გადასახადების ყველაზე დიდი შემცირება ინდიანას ისტორიაში,-დაწია ინდივიდუალური საშემოსავლო გასახადის განაკვეთები, საწარმო/ორგანიზაციის ქონების გადასახადი, და კორპორაციული საშემოსავლო გადასახადი, იმისათვის რომ გაეზარდა შტატის კონკურენტუნარიანობა, მოეზიდა ახალი ინვესტიციები და კარგად ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. მისი შეუჩერებელი ძალისხმევის შედეგად, რომელიც მიმართული იყო სამუშაო ადგილების შექმნისაკენ, შტატის უმუშევრობის დონე განახევრდა მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის 4 წელიწადში, და  ვადის დასასრულს  კი შტატის 200 წლიანი ისტორიის მანძილზე ინდიანას ყველაზე მეტი მცხოვრები იყო დასაქმებული .

გუბერნატორად ყოფნის პერიოდში ვიცე-პრეზიდენტმა გაზარდა სკოლების დაფინანსება, გააფართოვა სკოლების არჩევანი და შექმნა პირველი სახელმწიფო დაფინასების მქონე სკოლამდელი განათლების პროგრამა ინდიანას ისტორიაში. მან პრიორიტეტად აქცია პროფესიული განვითარება და ტექნიკური განათლება   საშუალო სკოლის ზედა კლასებში. ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობის პერიოდში  ინდიანამ, რომელიც ცნობილია ამერიკის გზაჯვარედინის სახელით ,განახორციელა 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია გზებისა და ხიდების მშენებლობაზე შტატის მაშტაბით. მიუხედავად  საგადასახადო განაკვეთების რეკორდული შემცირებისა და გზებზე და სკოლებზე განხორციელებული ინვესტიციებისა, ინდიანას  შტატმა შეინარჩუნა ფისკალური პასუხისმგებლობა, რადგანაც ვიცე-პრეზიდენტი აქტიურად მუშაობდა ინდიანას საკანონმდებლო კრების წევრებთან კარგად დაბალანსებული ბიუჯეტების  მიღებაზე ,რაც  შტატისათვის უზრუნველყოფდა  შესაშურად დიდ რეზერვებს და AAA საკრედიტო რეიტინგს.

ეს იყო ინდიანას წარმატების ისტორია, ვიცე-პრეზიდენტის გამოცდილებამ საკანონმდებლო და აღმასრულებელ სფეროებში  და ძლიერმა ოჯახურმა ღირებულებებმა განაპირობა მისი  არჩევა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ,  ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად 2016 წლის ივლისში. ამერიკელმა ხალხმა აირჩია პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი პენსი 2016 წლის 8 ნოემბერს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვიცე პრეზიდენტი პენსი შეუდგნენ მოვალეობის შესრულებას 2017 წლის 20 იანვარს.

ვიცე-პრეზიდენტი  მადლიერია ღვთის წყალობის,  ოჯახის მხარდაჭერისა და სიყვარულის,  და თავისუფლების სიკეთის, რაც ყველა ამერიკელის ხელშეუვალი უფლებაა. იგი მოუთმენლად ელოდება ამერიკელ ხალხთან ერთად შეუდგეს მუშაობას,  რათა  ერთობლივი ძალისხმევით  გახდეს ამერიკა კვლავ დიადი.

ბიოგრაფიის წყარო: whitehouse.gov