მოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონი საქართველოში – ParaShoot (7 მაისი)

მოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონი საქართველოში – ParaShoot (7 მაისი)

7 მაისი, 2018 წელი
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით აცხადებს ParaShoot-ს, მოკლე ფილმების მარათონს პროფესიონალი და მოყვარული ფილმის შემქმნელებისათვის საქართველოში, რომელთაც სურთ კინოს საშუალებით დაეხმარონ საკუთარ ქვეყანას. მარათონის მიზანია, 72 საათში შექმნილი ორიგინალური დოკუმენტური ფილმების დახმარებით წამოწიოს სოციალური საკითხები. მარათონი მხარს უჭერს კინოინდუსტრიაში ახალი სახეების გამოჩენას და აკავშირებს ამ სფეროს პროფესიონალებს ფილმის შინაარსის შემქმნელ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ParaShoot-ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი გამოცდილებისა და უნარის მქონე სცენარისტებს, რეჟისორებსა და პროდიუსერებს საქართველოს ყველა რეგიონიდან. ჯგუფებს ექნებათ 72 საათი იმისათვის, რათა დაგეგმონ, გადაიღონ და დაამონტაჟონ მოკლემეტრაჟიანი ფილმი პროფესიონალური მოწყობილობებითა თუ მობილური ტელეფონით.
ექსპერტთა გუნდი გამარჯვებულ ფილმებს შემდეგ ორ კატეგორიაში შეარჩევს: პროფესიონალები და მოყვარულები. პროექტის პარტნიორები გამარჯვებულ გუნდებს დააჯილდოებენ სხვადასხვა პრიზით (Macbook Pro, iPad Pro) და ფულადი პრემიით (3,000 ლარი), რათა მომავალშიც განაგრძონ სოციალური თემების მხარდაჭერა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება საუკეთესო ფილმების ღია ჩვენება.

ParaShoot-ის ფარგლებში მარათონის მონაწილეთათვის მასტერკლასს გამართავს სოციალური აქტივისტი და კინემატოგრაფი ლინა სრივასტავა. ლინამ სოციალური ინოვაციის სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა მრავალი დოკუმენტური ფილმისთვის, მათ შორისაა ოსკარის მფლობელი Born into Brothels, ემიზე ნომინირებული The Devil Came on Horseback, ასევე ოსკარის მფლობელი Inocente და სანდენსის კინოფესტივალის ჯილდოს მფლობელი Who Is Dayani Cristal?

რეგისტრაცია დაიწყო!

ParaShoot-ი გაიმართება 2018 წლის 1-3 ივლისს. დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.demlab.ge/marathon
ParaShoot-ი ამერიკის საელჩოს პროექტია. მარათონს ატარებს დემოკრატიის ლაბორატორია. პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს განვითარების პროგრამა, თი-ბი-სი ბანკი, მულტიმედია განათლების ცენტრი, ბაკურიანი, რედბული, ვისმინო, on.ge, ლიბერალი და Hello Magazine საქართველო.
დამატებითი შეკითხვებისათვის მიმართეთ დემოკრატიის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერს ნინიკო ბოჯგუას: tel: +9955 77 19 14 17; Email: niniko.bojgua@gmail.com