აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის, ნედ პრაისის განცხადება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით (31 ოქტომბერი)

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის, ნედ პრაისის განცხადება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით (31 ოქტომბერი)

შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას. ეს არჩევნები ცხადყოფს, რომ საქართველო, რეგიონში დემოკრატიული რეფორმების კუთხით ლიდერია. აღვნიშნავთ, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა 8 ოქტომბრისა და 30 ოქტომბრის არჩევნები, როგორც კონკურენტული და ადმინისტრირებული კანდიდატთა და ამომრჩეველთა უფლებების დაცვით. სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის ლიდერებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მათ მხარდამჭერთა მიმართ მოწოდებით, გამოეჩინათ თავშეკავება არჩევნებისას იმისთვის, რომ ამომრჩევლებს თავისუფლად შეძლებოდათ საკუთარი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ჩვენ გვაღელვებს ძალადობისა და დაშინების ცალკეული ინციდენტები და მოვუწოდებთ პასუხისმგებლობისაკენ, აგრეთვე, სამართლებრივი ნორმების დაცვით საფუძვლიანი და დაბალანსებული გამოძიებისაკენ. მოვუწოდებთ ყველა პარტიის პოლიტიკურ ლიდერებს იმუშაონ ერთად, რათა მიაღწიონ საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მნიშვნელოვან მიზნებს, მათ შორის, დემოკრატიულ კონსოლიდაციას, უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას. ველით ახალ მთავრობასა და პარლამენტთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.