Flag

An official website of the United States government

საპასპორტო მომსახურება
მოთხოვნის გაკეთება პასპორტის განახლებისთვის

მნიშვნელოვანი ინფორმაცია საპასპორტო განმცხადებლებისთვის

გთხოვთ შეავსოთ განაცხადი ელექტრონულად და არა PDF ვერსია. ამობეჭდილ ფორმაზე მარცხენა კუთხეში QR ბარ-კოდი უნდა იყოს დატანილი. შეხვედრის დროს წარადგინეთ შემდეგი: ·

  • ორი (2) წინასწარ დაჭრილი (5 cm x 5 cm) ფოტო თითო განმცხადებელზე და
  • დამხმარე საბუთების ასლები თითო განმცხადებელზე.

გთხოვთ მობრძანდეთ მომზადებული! სათანადოდ მოუმზადებელი განმცხადებლების მიღება ვერ მოხდება და თქვენ მოგიწევთ ახალი შეხვედრის დანიშვნა ელექტრონულად. გმადლობთ გაგებისთვის და დახმარებისთვის რათა უკეთ მოგემსახუროთ. დამხმარე საბუთების ნუსხა დამოკიდებულია განმცხადებლის ასაკზე და წინა პასპორტის სტატუსზე).

დააჭირეთ აქ 16-17 წლის განმცხადებლებისთვის ინსტრუქციის მისაღებად.

დააჭირეთ აქ 15 წლამდე განმცხადებლებისთვის ინსტრუქციის მისაღებად.

შენიშვნა

Add Local Notice

ბრძანდებით აშშ-ს მოქალაქე ვისაც პასპორტი ესაჭიროება?

შეამოწმეთ ადგილობრივი საელჩოს ვებ-გვერდი იმისათვის რომ შეიტყოთ თუ როგორ ჩანიშნოთ გასაუბრება, ან ზოგიერთ შემთხვევაში დატოვოთ თქვენი საპასპორტო განაცხადი. გასაუბრების ჩანიშვნის გარეშე ვიზიტი არ არის შესაძლებელი. საპასპორტო სერვისები არ მუშაობს შაბათ-კვირას და საქართველოს/აშშ-ს სადღესასწაულო დღეებში.

დამუშავების დრო დამოკიდებულია მოთხოვნაზე. თუ თქვენ მიემგზავრებით ორი კვირის განმავლობაში, იხილეთ ინფორმაცია გადაუდებელ საპასპორტო მომსახურებაზე.

თუ თქვენ უკვე იცით თუ რომელ განაცხადის ფორმაზე გჭირდებათ წვდომა, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს “იპოვეთ ფორმა, რომელიც გჭირდებათ” და მიიღეთ მეტი ინფორმაცია ფორმის შევსების შესახებ. თუ არ ბრძანდებით დარწმუნებული თუ რომელი ფორმა გჭირდებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ საპასპორტო დამხმარე, რომელიც გაპოვნინებთ სასურველ ფორმას.