Flag

An official website of the United States government

საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეები ბრუნდებიან
ავტორი
5 წუთიანი საკითხავი
თებერვალი 21, 2023

თბილისი, საქართველო – 21 თებერვალს, საქართველოს მშვიდობის კორპუსმა მიიღო ამერიკელი მოხალისეები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმუშავებენ.   

კოვიდ-19 პანდემიის გამო მოხალისეებს საქართველოში არ უმუშავიათ 2020 წლის შემდგომ, მას შემდეგ რაც მშვიდობის კორპუსის სამოცწლიანი ისტორიის მანძილზე პირველად მოხდა მოხალისეთა სრული ევაკუაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ევაკუაციის შემდგომ საქართველოს მშვიდობის კორპუსის თანამშრომლები აგრძელებდნენ პარტნიორებთან თანამშრომლობას სხვადასხვა გზით. ამ ხნის მანძილზე მშვიდობის კორპუსმა დანერგა ვირტუალური თანამშრომლობის საპილოტე პროგრამა, პარტნიორ სკოლებსა და ორგანიზაციებს შესთავაზა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები, გაუზიარა  სხვადასხვა რესურსი განათლების ახალგაზრდების განვითარების, ორგანიზაციული შესაძლებლობის გაზრდისა და პროექტების მართვის საკითხებზე.  

“ძალზე გვიხარია, რომ მომსწრენი ვართ საქართველოში მოხალისეთა ამ ისტორიული დაბრუნების“ – თქვა საქართველოს მშვიდობის კორპუსის დირექტორმა, ჯეფრი გოვეიამ. „მშვიდობის კორპუსის საქმიანობა საქართველოში ემყარება მოხალისეთა თანამშრომლობას საქართველოს სკოლებსა და ორგანიზაციებთან, რათა ერთად ხელი შეუწყონ საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას. მოუთმენლად ველით მოხალისეთა დაბრუნებას საქართველოში და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას მთელი საქართველოს მასშტაბით.“  

საქართველოს მთავრობის თხოვნით, მოხალისეები ჩაერთვებიან ინგლისურის სწავლებისა და ახალგაზრდების გაძლიერებისა და ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროგრამებში. ისინი ითანამშრომლებენ საჯარო სკოლებსა და ორგანიზაციებთან ახალგაზრდებში ინგლისური ენის უნარების გასაუმჯობესებლად, სწავლების  განვითარებაში დაეხმარებიან პარტნიორ მასწავლებლებს, ადგილობრივ თემებთან ერთად ხელს შეუწყობენ ახალგაზრდების განვითარებას, ხოლო ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტბთან ერთად ხელს შეუწყობენ ორგანიზაციულ განვითარებას, მეწარმეობისა და დასაქმების უნარების განვითარებას. 

მშვიდობის კორპუსმა მოხალისეები უკვე მსფლიოს 52 ქვეყანაში მიიწვია და თავის საქმიანობაში კვლავ ითვალისწინებს კოვიდ პანდემიის გამო შექმნილ ცვალებად გარემოპირობებს.  

მშვიდობის კორპუსის შესახებ:  მშვიდობის კორპუსი მოხალისეების, მასპინძელი ქვეყნების თემების, პარტიორებისა და თანამშრომლებისგან შემდგარი საერთაშორისო ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის ხელშეწყობას. ადგილობრივი მთავრობების მოწვევით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მშვიდობის კორპუსის მოხალისეები მასპინძლებთან ერთად მუშაობენ ადგილობრივ პრიორიტეტულ საჭიროებებზე განათლების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, თემის ეკონომიკური განვითარებისა და ახალგაზრდების განვითარების საკითხებზე. მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა ქსელის წევრები ივითარებენ  მომავლის ლიდერებისთვის აუცილებელ უნარებსა და ინტერკულტურულ კომპეტენციებს. მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა კენედიმ დაარსა მშვიდობის კორპუსი 1961 წელს, 240 000-ზე მეტმა მოხალისემ იმუშავა, მსოფლიოს 142 ქვეყანაში.  

საქართველოს მშვიდობის კორპუსის შესახებ: საქართველოს მთავრობის მოწვევით 2001 წელს საქართველოს მშვიდობის კორპუსი დაარსდა. პირველი ჯგუფი შედგებოდა 21 მოხალისისგან, რომლებიც ინგლისურის ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად ასწავლიდნენ. 2004 წელს პროგრამა გაფართოვდა და დაიწყო ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობაც. 900-ზე მეტმა ამერიკელმა მოხალისემ იმუშავა საქართველოში და ადგილობრივ პარტნიორებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და ამერიკული კულტურა, ხოლო ამერიკელებს გააცნო ქართული კულტურა.  

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდსpeacecorps.gov and გამოგვყევით, ფეისბუქზე, ინსტაგრამსადათვითერზე.