ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის ყოფილი დირექტორი ფილიპ დე მონტებელო საქართველოს ეწვევა (27 სექტემბერი)

ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის ყოფილი დირექტორი ფილიპ დე მონტებელო საქართველოს ეწვევა (27 სექტემბერი)

 

აშშ-ის საელჩო საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტთან და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმთან ერთად სიამაყით აცხადებს ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის ყოფილი დირექტორის, ფილიპ დე მონტებელოს ვიზიტის შესახებ. იგი 31 წლის განმავლობაში, ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით, მსახურობდა ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის დირექტორად.

29 სექტემბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით მონტებელო წაიკითხავს საჯარო ლექციას მუზეუმის ისტორიის შესახებ და ასევე ჩაატარებს ვორქშოფს მუზეუმის თანამშრომლებისა და მუზეუმების შესწავლის პროგრამის სტუდენტებისთვის თბილისსა და მესტიაში.

  • საჯარო ლექცია, 30 სექტემბერი: „ხელოვნების მუზეუმის დაბადება და ევოლუცია“

დრო: 16:00 საათი, შაბათი, 30 სექტემბერი

ადგილი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია – შესასვლელი ფურცელაძის ქუჩიდან (კინო რუსთაველის გვერდით)

გაიგე მეტი მუზეუმის ისტორიის შესახებ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მუზეუმის დირექტორისგან. ბატონი მონტებელო ისაუბრებს უძველეს სამყაროში კოლექციის შეგროვების ისტორიაზე, საეკლესიო საგანძურებსა და განმანათლებლობის ხანაში  თანამედროვე მუზეუმის წარმოშობისა და შემდგომი განვითარების შესახებ მე-19 და მე-20 საუკუნეებში. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ბ-ნი მონტებელოს ბიოგრაფია ჩამოტვირთეთ აქ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: tbilisicultural@state.gov