პოლიციის აკადემიამ უმასპინძლა სასწავლო კურსს მასობრივი განადგურების იარაღის დანაშაულის ადგილის გამოძიების შესახებ (28 ივლისი)

პოლიციის აკადემიამ უმასპინძლა სასწავლო კურსს მასობრივი განადგურების იარაღის დანაშაულის ადგილის გამოძიების შესახებ

შსს-ს პოლიციის აკადემიის ფოტო

აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) საერთაშორისო გაუვრცელებლობის პროგრამის (ICP) ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში ჩატარდა სასწავლო კურსი მასობრივი განადგურების იარაღის (WMD) დანაშაულის ადგილზე ოპერაციების (CSO) შესახებ. საქართველოს ოფიციალურმა პირებმა გაიღრმავეს ცოდნა მასობრივი განადგურების იარაღის (WMD) დანაშაულის ადგილის გამოძიებასა და სამხილების შეგროვებაში. სწავლებას უძღვებოდნენ გამოძიების ფედარალური ბიუროს (FBI) და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ექსპერტები. სწავლებას დაესწრნენ ოფიციალური პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, სასაზღვრო პოლიციიდან, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან, საპატრულო პოლიციიდან,  გენერალური პროკურატურიდან და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტიდან. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს დასწრების სერტიფიკატები გადასცეს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA), ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელმა პირებმა.