Flag

An official website of the United States government

პოლიტიკა და ისტორია
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი

აღიარება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო 1991 წლის 25 დეკემბერს, როდესაც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უფროსმა თავის მიმართვაში ერს ამცნო საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ. მანამდე საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა.

დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება, 1992

დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა 1992 წლის 24 მარტს, როდესაც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უფროსმა გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გააკეთა პრესისათვის. „პრეს მდივნის ფიცუოტერის განცხადება…,“ 24 მარტი, 1992 წელი, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უფროსის საჯარო დოკუმენტები, 1992 – 1993, ტომი 1, 502-503 გვ.

დიპლომატიური ურთიერთობები

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაარსება თბილისში, 1992.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში დაარსდა 1992 წლის 23 აპრილს. ელჩის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი იყო კერი კავანო.