Flag

An official website of the United States government

პოლიტიკური მოვლენები საქართველოში
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
თებერვალი 18, 2021

ნედ პრაისი, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი

ამერიკის შეერთებული შტატები გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი აარიდონ ისეთ ქმედებას ან რიტორიკას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად, რათა გაამყაროს ერთგულება დემოკრატიული, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების მიმართ პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი სასამართლო და სისხლის სამართლის დევნის სისტემის უზრუნველყოფით.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მხარდასაჭერად.