მაიკლ ჰონიგსტეინი არის მრჩეველი პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში თბილისში. საქართველოში ჩამოსვლამდე, მაიკლ ჰონიგსტეინი იყო შტუდგარდში (გერმანია) ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების აფრიკის სარდლობის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში. მანამდე ის ხელმძღვანელობდა ქაბულში ამერიკის საელჩოს პოლიტიკის განყოფილებას. თავისი კარიერის განმავლობაში, მაიკლ ჰონიგსტეინი მუშაობდა კოლომბოში აშშ-ის საელჩოში, რომელიც მოიცავს შრილანკასა და მალდივის რესპუბლიკას; ხელმძღვანელობდა ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილებას საერთაშორისო ორგანიზაციების ბიუროში, საიდანაც ზედამხედველობას უწევდა აშშ-ს პოლიტიკის გატარებას გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოსა და ამ მიმართულებით მომუშავე მრავალი სხვა ორგანიზაციის მიერ. მაიკლი ასევე მუშაობდა სამშვიდობო პროცესებზე ისრაელში; დარფურის საკითხებზე ვაშინგტონში; იყო პოლიტიკური ოფიცერი სუდანსა და სამხრეთ სუდანში (მონაწილეა საკონსულოს გახსნაში, დღეს იქ უკვე საელჩოა); მუშაობდა საკონსულოში ბაჰამის კუნძულებზე; აგრეთვე იყო პოლიტიკური ოფიცერი და მომსახურების საკითხების ოფიცერი გაბონსა და სან-ტომე და პრინციპაში. მაიკლს მრავალი უმაღლესი საპატიო ჯილდო აქვს მიღებული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მათ შორისაა საპატიო ჯილდო გაერთიანებული შტაბების მეთაურებისგან საჯარო სამსახურისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის ჯილდო განსაკუთრებული წვლილისთვის ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიის განვითარებაში, და 2015 წლის პალმერის ჯილდო ამერიკის საგარეო სამსახურის ასოციაციისგან (AFSA) დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობისთვის. მაიკლს აქვს ბაკალავრის დიპლომი არიზონას უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან. მაიკლს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, რომლებიც ყოველთვის თან ახლავს.
ენა