პრეს კონფერენცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან ჯორჯ კენტთან (12 ოქტომბერი)

პრეს კონფერენცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან ჯორჯ კენტთან (12 ოქტომბერი)

მოგესალმებით, ჩემი სახელია ჯორჯ კენტი და მე გახლავართ სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის საკითხებში. ამ ვიზიტის ფარგლებში მე ვსტუმრობ აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს, რათა ვუზრუნველვყოთ ამ რეგიონის ქვეყნების ჩართულობა ჩვენს მხარდაჭერაში მათი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და წარმატებული განვითარების მიმართ. აქ საქართველოში შევხვდი და შევხვდები ლიდერებს, ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათთან ვსაუბრობთ ჩვენს მხარდაჭერაზე საქართველოს მიმართ, რათა მან მიაღწიოს წარმატებას როგორც ქვეყანამ, რომელსაც აქვს მტკიცე ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში; საქართველოს სუვერენიტეტისა და დინამიური ეკონომიკის მხარდაჭერად, საქართველოს ძლიერი დემოკრატიის ხელშესაწყობად , იმისათვის რომ მან შეძლოს თავისი მიზნების განხორციელება,და გახდეს როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს ღირებული წევრი.

ჩემი ვიზიტი დაიგეგმა, რადგანაც ეს-ეს არის დავიწყე მოვალეობის შესრულება ამ თანამდებობაზე, ასევე კარგად მესმის, რომ საქართველოში ახლოვდება არჩევნები, და ამერიკის შეერთებული შტატები დიდი მხარდამჭერია საქართველოსი, ჩაატაროს არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ კარგად გვესმის, არჩევნებისას ყველა ქვეყანაში, ასევე ჩემს საკუთარ ქვეყანაში, ხშირად ადგილი აქვს დაძაბულ რიტორიკას.თუმცა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დიალოგი ქართველ ხალხს შორის დარჩება კორექტული და, განსაკუთრებით, არ იქნება თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, მოქალაქეთა უფლებაზე გამოხატონ საკუთარი აზრი. ყველა დემოკრატიაში არსებობს გარკვეული დაძაბულობა სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელისუფლებო წარმომადგენლებს შორის, ასეა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოშიც. თუმცა ჯანსაღ დემოკრატიულ საზოგადოებაში არის ჯანსაღი ბალანსი და დინამიკა ამ ორს შორის.

ახლა კი შემიძლია გიპასუხოთ კითხვებზე. თუ შეიძლება წარმოადგინეთ თქვენი თავი და ორგანიზაცია. გმადლობთ

კითხვები:

თამარ ტომარაძე ტელეკომპატია იბერია.

– მინდა გკითხოთ ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემასთან დაკავშირებით საქართველოში, ეს არის ომეგა ჯგუფის საქმე. ბოლო ერთი თვე არის რაც ვრცელდება აუდიოჩანაწერები და ოპოზიციაც, სამოქალაქო სექტორიც ფიქრობს, რომ ამ აუდო ჩანაწერებში გაჟღერებული ინფორმაცია და შინაარსი არის საგანგაშო, რადგან ის შეიცავს კორუფციის სავარაუდო სქემას და ასევე შეიცავს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლების მხრიდან ხდება ზეწოლა კონკრეტულად ბიზნესზე და საუბარია ადგილობრივ წარმოებაზე. თუ შეიძლება თქვენი შეფასება ამ საკითხზე.

პასუხი: მე არ ვარ საქართველოს მოქალაქე და იმ საქმის დეტალებზე, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება, არ გავაკეთებ კომენტარს; თუმცა მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ტიპის ბრალდებები არსებობს , ჩატარდეს სწრაფი, საფუძვლიანი და სარწმუნო გამოძიება.

თეონა ცხომელიძე რუსთავი 2.

– რადგანაც თქვენ უკვე გქონდათ შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა წარმომადგენლებთან, რა არის ძირითადი გამოწვევები დღევანდელ საარჩევნო სისტემაში?

პასუხი: რა თქმა უნდა, ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს არჩევნების ჩატარების პროცესი. ხშირად ეს გამოწვევაა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, რადგანაც ჩვენ გვაქვს მრავალფეროვანი საარჩევნო სისტემა. აგრეთვე,- რიტორიკა კანდიდატებს შორის. ბოლო დღეების განმავლობაში, მე როგორც შევიტყვე, /კამპანიისას/ იყენებენ ენას“ შენ მოღალატე ხარ , მე გამარჯვებული“. ბოლო სამი წელი ვიმსახურე უკრაინაში და შემიძლია ვთქვა, სიტუაცია მსგავსი იყო., როდესაც ხალხი ცდილობდა ერთმანეთის დემონიზებას და მოღალატეობის დაბრალებას. მე ვფიქრობ, რომ ამ ორ ქვეყანაში, საქართველოსა და უკრაინაში, ქვეყნებში, რომლებმაც განიცადა რუსეთის აგრესია საკუთარ თავზე და მათი ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ვთვლი, რომ პოლიტიკური კანდიდატები უფრო მეტად უნდა კონცენტრირდნენ ქვეყნის დადებით თვისებაზე და ახსოვდეთ რომ ნამდვილი მტერი არ არის ქართველი.

მარიამ მენაბდე საზოგადოებრივი მაუწყებელი.

– როგორც ბატონმა კენტმა აღნიშნა, ბაქოში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით და ვიცი, რომ ერთ-ერთი განხილვის თემა იყო ავღან მუხთარლის საქმე. როგორც ერთ-ერთ სტატიაში წავიკითხე, არ ვიცი დაადასტურებთ თუ არა, ამ საკითხზე საუბარი იყო არამხოლოდ ბაქოში, არამედ საქართველოს დელაგაციებიც საუბრობდნენ ვაშინგტონში შეხვედრის დროს. მაინტერესებს რა პოზიციონირებაა ქართველებისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების მხრიდან ამ საკითხზე. რაიმე ახალი დეტალი ხომ არ გაგიგიათ უშუალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ რომ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, რადგან როდესაც პრესის თავისუფლებაზე და დემოკრატიზაციაზე მიდგება, ალბათ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია განხილვისას.

პასუხი: დიახ, ამ საკითხზე შეკითხვა დასვა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, პრესკონფერენციაზე ბაქოში, საუდელი ჟურნალისტის, ქაშოგის ბედზე მსჯელობისას, რომელიც სტამბოლში საკონსულოდან გაუჩინარდა,. ამერიკის შეერთებული შტატები იცავს ყველა ჟურნალისტის უფლებას- შეასრულოს თავისი საქმიანობა, მიუხედავად იმისა თუ რომელ ქვეყანაში მოღვაწეობს და ყოველთვის შემაშფოთებელია მათი გაუჩინარებისა და უმიზეზო დაპატიმრების ფაქტები. ჩვენ ამ საკითხზე საუბარი გვქონდა თბილისშიც, ასევე ვაშინგტონში. ამერიკის შეერთბულმა შტატებმა ნათლად გამოხატა საკუთარი პოზიცია, რომ ეს საკითხი იყო შეშფოთების საგანი ჩვენთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ესმით, რომ რაც მოხდა არ აკმაყოფილებდა იმ ქვეყნის მიმართ მოლოდინებს რომელსაც სურს, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი, თანამეგობრობების, რომელთა ღირებულებების ნაწილია მედიის თავისუფლების პატივისცემა.

კახა დგებუაძე პალიტრა.

– დღეს შეხვდით ბევრ წარმომადგენლებს და იმ ფონზე, რაც ხდება, მაგალითად ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და ა.შ. როგორ ფიქრობთ აქვს საქართველოს შანსი, რომ ჩაატაროს სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები. როგორი არის თქვენი შეფასება?

პასუხი: ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს და არის წევრი საერთაშორისო ორგანიზაციებისა, რომლებიც მუშაობენ არჩევნების ჩატარების საკითხებზე, მათ შორის არის ორგანიზაცია ეუთო, რომელიც ჰყავს დამკვირვებლები ამ არჩევნებზე. მე ვესაუბრე ეუთოს წარმომადგენლებს, აგრეთვე IRI-სა და NDI-ის წარმომადგენლებს – ეს ამერიკული ორგანიზაციები, უკვე ოცი წელია მუშაობს საქართველოში ქართულ პარტიებთან არჩევნების ჩატარებისა და თანასწორი შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის საკითხებზე. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ეუთოს დელეგაცია ჰყავს ამერიკაშიც, რომელიც დააკვირდება ჩვენს არჩევნებს მომდევნო თვეში. ასე რომ იქნება ეს ქართული თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, ბევრი მათგანი აკვირდება არჩევნების ჩატარებას და წარმოადგენს ანგარიშს დასრულების შემდგომ. ეუთოს სტანდარტები, ორგანიზაციისა, რომლის წევრიც საქართველოც გახლავთ, არის ნათელი: არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გარეშე. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც იქნება აქტიურად ჩართული ამ პროცესში და დააკვირდება მიმდინარე არჩევნებს.