კონფიდენციალურობა

ჩვენ არ ვაგროვებთ პირად ინფორმაციას თქვენ შესახებ, როდესაც ჩვენს ვებგვერდზე შემოდიხართ, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც თავად გვაწვდით ამ ინფორმაციას. პირადი ინფორმაციის მოწოდება ნებაყოფლობითია, თუმცა მოწოდების შემთხვევაში, თქვენ იძლევით უფლებას, რომ მოწოდებული ინფორმაცია გამოყენებულ იქნას მითითებული მიზნისათვის. გარკვეული ინფორმაციის არ მოწოდების შემთხვევაში, შესაძლოა ჩვენთვის შეუძლებელი გახდეს თქვენთვის სასურველი სერვისის მოწოდება. თუ აირჩევთ, მოგვაწოდოთ პირადი ინფორმაცია დეპარტამენტის ვებგვერდის საშუალებით, ან ვებფორმის ან ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის დროს, ჩვენ გამოვიყენებთ მოწოდებულ ინფორმაციას თქვენი თხოვნისა და სერვისის შესრულების მიზნით. ინფორმაცია რომელსაც ვიღებთ დამოკიდებულია თქვენ მიერ შესრულებულ მოქმედებაზე ჩვენს ვებგვერდზე. ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ და ვინახავთ დომენის სახელს, რომლიდანაც თქვენ ისარგებლეთ ინტერნეტით (com, edu, etc.); თარიღსა და დროს, როდესაც ისარგებლეთ ჩვენი ვებგვერდით; და გვერდის მისამართი (როგორიცაა საძიებო გვერდი), საიდანაც მოძებნეთ ჩვენი ვებგვერდი. მოგროვებულ ინფორმაციას ჩვენ ვიყენებთ ვებგვერდის ვიზიტორთა დასათვლელად, და მათთვის ჩვენი ვებგვერდის გასაუმჯობესებლად. თუ გვიგზავნით ელექტრონულ ფოსტას თქვენ შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ პირადი ინფორმაცია, როგორც ელექტრონულ ფოსტაში შეკითხვის ან კომენტარის სახით. ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას თქვენი სერვისის გაუმჯობესებისათვის ან თქვენი თხოვნის შესასრულებლად. ზოგჯერ ჩვენ ვუგზავნით თქვენს ელეტრონულ მისამართს ამერიკის სამთავრობო სააგენტოებს, რომლებიც უკეთ დაგეხმარებიან. ავტორიზებული სამართალდამცავი გამოძიებების გარდა, ჩვენს ელფოსტას სხვა ორგანიზაციებს არ ვუზიარებთ. სხვა ვებგვერდები და აპლიკაციები ჩვენ დაკავშირებული ვართ სოციალურ ქსელებსა და სხვა სახის ვებგვერდებთან. ჩვენ სოციალური ქსელის ვებგვერდებს, საგარეო აუდიენციასთან ურთიერთობისთვის და მსოფლიო სახალხო დიპლომატიაში ჩასართავად ვიყენებთ. სოციალური ქსელების ვებგვერდებს საელჩოს ღონისძიებების გამოსაქვეყნებლად და საზოგადოების წარმომადგენლებთან ურთიერთობისათვის ვიყენებთ. ამასთანავე, ჩვენ ვებ გაზომვისა და კონფიგურაციის ტექნოლოგიებს ვიყენებთ მნახველების რაოდენობის გასაგებად და ჩვენი ვებგვერდის სარგებლობის გაზრდისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში, ანგარიშის დარეგისტრირების მიზნით, მესამე მხარის აპლიკაციებმა შეიძლება მოგთხოვონ ელფოსტის მისამართი, მომხმარებლის სახელი, პაროლი და გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. ჩვენ არ ვიყენებთ მესამე მხარის ვებგვერდებს პირადი ინფორმაციის მოთხოვნის ან მოპოვების მიზნით. ჩვენ არ ვაგროვებთ და არ ვინახავთ მესამე მხარის ვებგვერდის მიერ შეგროვებულ პირად ინფორმაციებს. არცერთი პირადი ინფორმაცია არ იქნება გახსნილი, გაყიდული ან გადაცემული სახელმწიფო დეპარტამენტის გარეშე პირებზე, სამართალდამცავი მიზნებისთვის მოთხოვნისა ან ბრძანებულების გარდა. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა სახის ონლაინ გამოკითხვა და შევაგროვოთ აზრები და შენიშვნები შემთხვევითი სტუმრებისგან. უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო დეპარტამენტი რეგულარულად იყენებს ამერიკული სამომხმარებლო კმაყოფილების ინდექსის (ACSI) ონლაინ გამოკითხვას, რომლის საშუალებითაც მოვიპოვებთ შენიშვნებს და მონაცემებს სტუმრის ვებგვერდით კმაყოფილებაზე. ეს გამოკითხვა არ აგროვებს პირად ინფორმაციას. გამოკითხვის თხოვნა შემთხვევითი წესით ჩნდება გარკვეული სტუმრის ეკრანზე, მაგრამ მისი შევსება არასავალდებულოა, ამასთანავე, ყველა საელჩოს ვებგვერდს არ აქვს ეს გამოკითხვა. თუ თქვენ უარს იტყვით გამოკითხვაზე, თქვენთვის გამოკითხვის შემვსები სტუმრის ანალოგიური ინფორმაცია და რესურსები იქნება ხელმისაწვდომი. გამოკითხვის პასუხები მხოლოდ ვებმენეჯერებისთვის და სხვა დანიშნული პერსონალისთვისაა ხელმისაწვდომი, რომლებსაც ეს ინფორმაცია თავიანთი მოვალეობების შესრულებისთვის სჭირდებათ. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ მოკლევადიანი გამოკითხვები გარკვეული მიზნებისათვის, რომელიც მათი გამოქვეყნებისას გახდება ცნობილი. კონფიგურაციის და თვალყურის დევნების მიზნით შეგროვებული ინფორმაცია (cookie) “cookie” არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელსაც ვებგვერდი თქვენს კომპიუტერში გზავნის, რათა შეინახოს თქვენი ვიზიტის შედეგად დატოვებული სპეციფიური ინფორმაცია. თქვენი კომპიუტერი ამ ინფორმაციას მხოლოდ იმ ვებგვერდს მიაწვდის, რომლიდანაც მოხდა გადმოგზავნა, არცერთ სხვა ვებგვერდს არ შეუძლია ამ ინფორმაციის მოპოვების მიზნით მოთხოვნის გადმოგზავნა. არსებობს ორი სახის “cookie”: სესია: სესიის “cookie” გრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც თქვენი ვებბრაუზერი არის გახსნილი. როდესაც თქვენ დახურავთ ბრაუზერს, “cookie” წაიშლება. ვებგვერდებმა შეიძლება გამოიყენონ სესიის “cookie” ტექნიკური მიზნებისთვის, მაგალითად საიტზე უკეთესი ნავიგაციისთვის ან თქვენი შეხედულების მიხედვით ვებგვერდის კონფიგურაციისთვის. მუდმივი: მუდმივი “cookie” ინახება მომხმარებლის მყარ დისკზე, რათა გასაგები იყოს თუ რომელი მომხმარებელია ახალი საიტზე ან რომელი დაბრუნდა, ეს გამოკითხვის ხელახალი მოთხოვნის თავიდან აცილების მიზნით ხდება. თუ თქვენ არ გსურთ, რომ სესიის ან მუდმივი “cookie” შენახული იყოს თქვენს კომპიუტერზე, შეგიძლიათ გათიშოთ “cookie” თქვენს ბრაუზერში. თქვენთვის მაინც ხელმისაწვდომი იქნება ყევლა ინფორმაცია და რესურსი ჩვენს ვებგვერდზე. მიუხედავად ამისა, “cookie”- გამორთვამ შეიძლება სხვა ვებგვერდების ფუნქციონირებაზე იმოქმედოს. იცოდეთ, რომ “cookie”- გამორთვა თქვენს ბრაუზერში იმოქმედებს ყველა ვებგვერდზე, რომელსაც თქვენ მოინახულებთ. კავშირები სხვა ვებგვერდებთან ჩვენს ვებგვერდს აქვს კავშირები აშშის სხვა სააგენტოებთან, საელჩოებთან, მრავალმხრივ ორგანიზაციებთან და კერძო ორგანიზაციებთან აშშში და სხვა ქვეყნებში. როდესაც თქვენ მიჰყვებით ბმულს სხვა საიტზე, თქვენ ტოვებთ ჩვენს გვერდს და თქვენზე ახალი ვებგვერდის კონფიდენციალურობის წესები მოქმედებს. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ ზუსტი და სრული ინფორმაციის მოსაწოდებლად. მაგრამ, ჩვენ ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ შეცდომები არ მოხდება. ამ ვებგვერდზე არსებულ დოკუმენტებთან და ინფორმაციასთან დაკავშირებით, არც საელჩო და არც მის თანამშრომლები ან კონტრაქტორები არ იძლევიან გარანტიას, გამოხატულს თუ ნაგულისხმევს, მათ შორის კომერციული ღირებულების თუ ვარგისიანობის გარანტიას კონკრეტული მიზნებისთვის ვებგვერდზე არსებულ დოკუმენტთან დაკავშირებით. ამასთანავე, საელჩოს არ ეკისრება იურიდიული პასუხისმგებლობა ინფორმაციის, პროდუქტის, თუ პროცესის სიზუსტეზე, სისრულეზე თუ სარგებლობაზე, რომელიც განთავსებულია აქ. ასევე არ გამორიცხავს, რომ ასეთი ინფორმაციის გამოყენებამ შესაძლოა კერძო უფლებების დარღვევა გამოიწვიოს. ვებგვერდის უსაფრთხოების მიზნით და ამ სერვისის ყველა მომხმარებლის ხელმისაწვდომობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტი იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აკონტროლებს ქსელის მოძრაობას, რათა იდენტიფიცირება გაუკეთოს ინფორმაციის ატვირთვის, შეცვლის ან სხვა სახის დაზიანებების გამომწვევ არააუტორიზებულ მცდელობებს. ამ სერვისზე ინფორმაციის ატვირთვის ან შეცვლის არააუტორიზებული მცდელობები სასტიკად აკრძალულია და ისჯება კომპიუტერული თაღლითობის და ბოროტად გამოყენების 1986 წლის აქტით. ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იყოს ავტორიზებული სამართალდამცავი გამოძიებისას. ზემოთ აღნიშნული მიზნების გარდა, ინდივიდუალური მომხმარებლის გამოაშკარავებისათვის სხვა სახის მცდელობებს ადგილი არ აქვს. ამ ვებგვერდზე ინფორმაციის ატვირთვის და/ან შეცვლის მცდელობა სასტიკად აკრძალულია და ისჯება კომპიუტერული თაღლითობისა და ბოროტად გამოყენების 1986 წლის აქტით და თავი 18 U.S.C. ქვეთავი.1001 და 1030.