An official website of the United States government
Official websites use .gov
A .gov website belongs to an official government organization in the United States.
Secure .gov websites use HTTPS
A lock (
) or https:// means you’ve safely connected to the .gov website. Share sensitive information only on official, secure websites.
ჩვენ ერთგულნი ვართ, უზრუნველვყოთ ჩვენი ვიზიტორების კონფიდენციალურობა. ჩვენს საიტზე სტუმრობისას, თქვენს პირად ინფორმაციას არ ვაგროვებთ, თუ თქვენ თავად არ გადაწყვეტთ ამ ინფორმაციის მოწოდებას.
თქვენი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მუშავდება შემდეგნაირად: თუ საიტზე სტუმრობის დროს არაფერს აკეთებთ, მისი დათვალიერების, გვერდების წაკითხვის ან ინფორმაციის ჩამოტვირთვის გარდა, საიტის მართვისა და უსაფრთხოების მიზნით გამოსაყენებლად ჩვენ ავტომატურად შევაგროვებთ და შევინახავთ გარკვეულ ინფორმაციას თქვენი ვიზიტის შესახებ. ჩვენ ვიყენებთ Google Analytics-ის საზომ პროგრამას ამ ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაანალიზებლად, ვინაიდან იგი გვეხმარება, უკეთ შევქმნათ თქვენს საჭიროებებზე მორგებული ვებსაიტები. აგრეთვე, შესაძლოა, ავტომატურად შევაგროვოთ ინფორმაცია ვებ-კონტენტის შესახებ, რომელსაც უსაფრთხოების ან ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში ხედავთ. ამ ინფორმაციით არ ხდება თქვენი პიროვნების იდენტიფიკაცია.
თქვენი ვიზიტის შესახებ ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ და ვინახავთ შემდეგ ინფორმაციას:
ინტერნეტ დომენი (მაგალითად, „xcompany.com“, თუ იყენებთ ინტერნეტთან წვდომის პირად ანგარიშს, ან „yourschool.edu“, თუ კავშირს ამყარებთ უნივერსიტეტის დომენიდან);
თქვენი IP მისამართი (IP მისამართი არის ნომერი, რომელიც ავტომატურად ენიჭება თქვენს კომპიუტერს ინტერნეტით სარგებლობის დროს), საიდანაც შემოდიხართ ჩვენს ვებ-გვერდზე.
ბრაუზერის ტიპი და ოპერაციული სისტემა, რომელიც გამოიყენება ჩვენს საიტზე შესასვლელად;
ჩვენს საიტზე შესვლის თარიღი და დრო;
თქვენ მიერ დათვალიერებული გვერდები;
თქვენი მომხმარებლის სახელი, თუ ის გამოიყენებოდა საიტზე შესასვლელად; და
თუ თქვენ დაუკავშირდით ჩვენს ვებსაიტს სხვა ვებ-გვერდიდან, ამ ვებსაიტის მისამართი.
ამ ინფორმაციას ვიზიტორებისათვის საიტის გასაუმჯობესებლად ვიყენებთ – ვიზიტორთა რაოდენობისა და მათ მიერ გამოყენებული ტექნოლოგიების შესასწავლად.
ინფორმაციის დაცვა
ვიღებთ სიფრთხილის ზომებს, რომ შევინარჩუნოთ ჩვენ მიერ შეგროვებული უსაფრთხოების, კონფიდენციალურობისა და ინფორმაციის მთლიანობა, როგორც მითითებულია 1974 წლის კონფიდენციალურობის აქტით, 2002 წლის ელექტრონული მმართველობის აქტითა და ფედერალური ჩანაწერების აქტით. ასეთი ზომები მოიცავს წვდომის კონტროლს, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ შეზღუდოს ინფორმაციაზე წვდომა მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. აგრეთვე, ვიყენებთ უსაფრთხოების სხვადასხვა ტექნოლოგიებს ჩვენს სისტემებზე შენახული ინფორმაციის დასაცავად და რეგულარულად ვამოწმებთ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი კვლავ ფუნქციონალურნი და ეფექტურნი არიან.
ჩვენს კონტრაქტორებსა და სხვა მესამე მხარის პროვაიდერებს იმავე მაღალ სტანდარტებს ვავალდებულებთ, რომლებსაც ვიყენებთ პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების, კონფიდენციალურობისა და მთლიანობის უზრუნველსაყოფად, რომლებზეც მათ შეიძლება ჰქონდეთ წვდომა დეპარტამენტის სახელით შესრულებული სამუშაოს დროს.
თქვენ მიერ ნებაყოფლობით მოწოდებული ინფორმაცია
ჩვენ არ ვაგროვებთ პიროვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, თუ თავად არ გადაწყვეტთ მის მოწოდებას. თუ მოგვაწვდით პიროვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას (მაგ. ელექტრონული ფოსტის გაგზავნით ან ფორმის შევსებით და წარდგენით ჩვენს ვებსაიტზე), ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენს შეტყობინებაზე პასუხის გასაცემად და თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და სერვისების მოწოდებაში დასახმარებლად. ინფორმაციის ნებაყოფლობითი მოწოდება წარმოადგენს თქვენს თანხმობას ამ ინფორმაციის აღნიშნული მიზნებისთვის გამოყენებაზე. თუ გადაწყვეტთ, არ მოგვაწოდოთ გარკვეული ინფორმაცია, ჩვენ შეიძლება ვერ შევასრულოთ მოთხოვნილი მომსახურება. როდესაც მოვითხოვთ თქვენგან ინფორმაციას, ცალკეულ „კონფიდენციალურობის შეტყობინებაში“ განვმარტავთ, რატომ გვჭირდება იგი და როგორ გამოვიყენებთ მას. როდესაც ჩვენ მოვითხოვთ თქვენგან ინფორმაციას, განვმარტავთ, რატომ გვჭირდება ის და როგორ გამოვიყენებთ მას ცალკე „კონფიდენციალურობის შეტყობინებაში“. არ ვაგროვებთ და არ ვიყენებთ ინფორმაციას კომერციული მარკეტინგისთვის.
ელექტრონული ფოსტის გამოგზავნის შემთხვევაში
ჩვენი მრავალი პროგრამა და ვებგვერდი საშუალებას გაძლევთ, გამოგვიგზავნოთ ელექტრონული წერილი. თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას თქვენს შეკითხვაზე პასუხის გასაცემად გამოვიყენებთ. ელექტრონული ფოსტით გამოგიგზავნით მხოლოდ ზოგად ინფორმაციას. უნდა იცოდეთ, რომ ელექტრონული წერილი გარეშე ჩარევისგან შეიძლება არ იყოს სათანადოდ დაცული. შესაბამისად გირჩევთ, არ გამოაგზავნოთ სენსიტიური პერსონალური მონაცემები (როგორიცაა სოციალური დაცვის ნომერი) ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. თუ თქვენ მიერ განზრახული კომუნიკაცია ელექტრონული წერილით ძალზე მგრძნობიარე შინაარსისაა, ან შეიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი საბანკო ანგარიში, საკრედიტო ბარათი ან სოციალური დაცვის ნომერი, ზემოაღნიშნულის ნაცვლად უნდა გაგზავნოთ აშშ-ს ფოსტით. კიდევ ერთ ალტერნატივას წარმოადგენს მონაცემების მოწოდება დაცული ვებ-გვერდის მეშვეობით, თუ ასეთი არის.
ელექტრონული წერილის შეტყობინებები შეიძლება ჩაითვალოს ფედერალურ ჩანაწერებად, თუ ისინი აკმაყოფილებენ ფედერალური ჩანაწერების აქტით განსაზღვრულ ჩანაწერთა განმარტებას (44 U.S.C. 3101 და შემდგომ). ეს ნიშნავს, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ელექტრონული წერილი შეინახება დროის განსხვავებული პერიოდით, თუ იგი შეესაბამება ფედერალური ჩანაწერების განმარტებას. ელექტრონული შეტყობინებები, რომლებიც არ წარმოადგენს ჩანაწერებს, იშლება, როდესაც აღარ არის საჭირო.
როგორ ხდება ინფორმაციის გამოყენება
ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაცია გამოიყენება სხვადასხვა მიზნებისთვის. ჩვენ ვცდილობთ ნათლად გავამჟღავნოთ მისი შეგროვების მომენტში, თუ როგორ გამოიყენება ინფორმაცია, რათა ჩვენმა მომხმარებლებმა თავად განსაზღვრონ, სურთ თუ არა ინფორმაციის მოწოდება.
თქვენი ინფორმაციის გაზიარება
ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია სხვა სამთავრობო სააგენტოს, თუ თქვენი შეკითხვა ამ სააგენტოსთან არის დაკავშირებული. სხვა შეზღუდულ გარემოებებში, როგორიცაა პასუხები კონგრესისა და კერძო პირების თხოვნებზე, შეიძლება კანონით გვევალებოდეს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გამჟღავნება. სანამ პიროვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, მაგალითად, ონლაინ ფორმას, გაგზავნით, მოგეწოდებათ შეტყობინება დანიშნულებისა და ინფორმაციის გამოყენების ფორმატის შესახებ.
ჩვენ მიერ ინფორმაციის გაზიარების შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ მეტი ჩვენი კონფიდენციალურობის აქტის ჩანაწერთა შეტყობინებების სისტემების გვერდზე.
ინფორმაციის შენახვა
შეგროვებული ინფორმაცია ნადგურდება მისი მოწოდების მიზნის შესრულების შემდგომ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დებულებით ან ოფიციალური პოლიტიკით არ ვართ ვალდებულნი, შევინახოთ იგი ხანგრძლივი ვადით. ელექტრონულად წარდგენილი ინფორმაცია ინახება და ნადგურდება ფედერალური ჩანაწერების აქტის პრინციპების, ეროვნული არქივებისა და ჩანაწერების ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული რეგულაციებისა და ჩანაწერების განრიგის შესაბამისად. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება გახდეს სააგენტოს ჩანაწერი და, შესაბამისად, შესაძლოა, დაექვემდებაროს ინფორმაციის თავისუფლების აქტით (FOIA) გამოთხოვნას.
მონაცემთა ანალიტიკა
ჩვენი გუნდები იყენებენ მონაცემთა ანალიტიკას, ნედლი მონაცემების ანალიზის მეცნიერებას, ჩვენი ვებ-გვერდების გასაუმჯობესებლად რეალურ ადამიანთა მიერ მათი გამოყენების მიხედვით.
მონაცემთა ანალიტიკის პირველადი პროგრამა, რომელსაც ვიყენებთ, არის ციფრული ანალიტიკის პროგრამა (DAP), ფედერალური მთავრობისთვის შექმნილი ერთიანი Google Analytics ანგარიში. ეს პროგრამა მიზნად ისახავს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას და სამთავრობო უწყებების დახმარებას იმის გაგებაში, თუ როგორ პოულობენ, იყენებენ და იღებენ სახელმწიფო სერვისებთან წვდომას ადამიანები ონლაინ რეჟიმში. არც ჩვენ და არც Google-ს არ გვაქვს წვდომა კონკრეტულ საიტებზე თქვენი ვიზიტების სპეციფიკაზე. ჩვენს თანამშრომლებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეუძლიათ მხოლოდ ყველა მომხმარებლის გაერთიანებული მონაცემების ნახვა. გაერთიანებული მონაცემები შეიძლება გავუზიაროთ ჩვენს პარტნიორებსა და კონტრაქტორებს, რათა დაგეხმაროთ საიტის ვიზიტორთა გამოცდილების გაუმჯობესებაში; თუმცა, არც ერთი ფედერალური მთავრობის მონაცემი, რომელიც ციფრული ანალიტიკის პროგრამის ნაწილია, არ არის გაზიარებული Google-ის კორპორატიულ სარეკლამო პარტნიორებთან. პროგრამას არ აქვს პერსონალური ინფორმაციის შეგროვების მექანიზმი და სააგენტოებს არ შეუძლიათ რაიმე პერსონალური ინფორმაციის გადაცემა პროგრამის ანგარიშზე. გარდა ამისა, პროგრამის კოდი ახდენს IP მისამართების ანონიმიზაციას ყველაზე ადრეულ ხელმისაწვდომ წერტილში და ორიგინალი IP მისამართის შენახვა არ ხდება რომელიმე ეტაპზე.
2016 წლის 8 ნოემბერს, მართვისა და ბიუჯეტის ოფისმა (OMB) გამოაქვეყნა მემორანდუმი ფედერალური სააგენტოს საჯარო ვებ-გვერდებისა და ციფრული სერვისების პოლიტიკის შესახებ, რომელიც აღმასრულებელი შტოს ფედერალური სააგენტოებისგან ციფრული ანალიტიკის პროგრამა JavaScript-ის კოდის დანერგვას ყველა საჯარო ფედერალურ ვებსაიტზე მოითხოვს. ჩვენი ვებსაიტის სტუმრებს შეუძლიათ ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ვებსაიტზე შესვლისას შეგროვებული ინფორმაცია და ჩვენს მიერ მისი გამოყენება მოემსახურება მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას.
ციფრული ანალიტიკის პროგრამის შესახებ მეტად დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდეთ dap@support.digitalgov.gov.
მესამე მხარის ვებ-გვერდები და აპლიკაციები
დეპარტამენტი ინახავს ოფიციალურ გვერდებს ან ანგარიშებს მესამე მხარის რამდენიმე ვებსაიტზე, მათ შორის სოციალურ მედიაში, რათა უკეთ ჩაერთოს ამერიკულ საზოგადოებასა და უცხოურ ოლქებთან, ჩვენი საქმიანობის, მოვლენების, სიახლეებისა და ინფორმაციის შესახებ ინფორმირებულობის ხელშეწყობის მიზნით.
თქვენი აქტივობა ამ მესამე მხარის საიტებზე რეგულირდება მათი უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკით. ჩვენ არ ვიყენებთ მესამე მხარის საიტებს პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნისა და შეგროვებისათვის. მესამე მხარის საიტების მომხმარებლები ხშირად უზიარებენ ინფორმაციას ფართო საზოგადოებას, მომხმარებელთა საზოგადოებას ან/და მესამე მხარის საიტის ოპერატორ მესამე მხარეს. მათ გამოყენებამდე თქვენ უნდა გაეცნოთ მესამე მხარის საიტების კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რათა დარწმუნდეთ, რომ გესმით, როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული თქვენი ინფორმაცია. თქვენ, ასევე, უნდა დაარეგულიროთ თქვენი ანგარიშის კონფიდენციალურობის პარამეტრები მესამე მხარის ნებისმიერი საიტზე, რათა მოიყვანოთ თქვენთვის სასურველთან შესაბამისობაში.
ჩვენ მუდმივად ვიყენებთ ForeSee Results-ის მომხმარებელთა კმაყოფილების ამერიკული ინდექსის (ACSI) ონლაინ გამოკითხვას, რათა მივიღოთ უკუკავშირი და მონაცემები ვიზიტორთა კმაყოფილების შესახებ state.gov ვებგვერდის მეშვეობით. ეს გამოკითხვა ნებაყოფლობითია და არ აგროვებს პერსონალურ ინფორმაციას. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ სხვა მოკლევადიანი გამოკითხვები კონკრეტული მიზნებისთვის, რომლებიც განმარტებულია მათი გამოქვეყნების დროს.
GovDelivery სერვისი
დეპარტამენტის გლობალურ საზოგადოებრივ საქმეთა (GPA) ბიურო იყენებს GovDelivery სერვისს, რათა მიაწოდოს ელექტრონული ფოსტის საბიულეტენო შეტყობინებები თვითდარეგისტრირებულ მომხმარებლებს. GPA-ს გლობალური ვებ პლატფორმების ოფისი ასრულებს GovDelivery სამსახურის აღმასრულებელი აგენტის ფუნქციას და აკონტროლებს, ვის აქვს დეპარტამენტში წვდომა ელექტრონული ფოსტის ბიულეტენების გაგზავნაზე, თემების შექმნაზე ან წაშლაზე.
GovDelivery არის ინტერნეტ ქსელზე დაფუძნებული ელექტრონული ფოსტის გამოწერის მართვის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს საზოგადოების წევრს (მომხმარებელს) გამოიწეროს სიახლეები და ინფორმაცია www.state.gov-ზე. GovDelivery-ის მომხმარებელი ირჩევს მისთვის საინტერესო კონკრეტულ თემებს. დეპარტამენტის მიერ ამ თემაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შემთხვევაში, მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირდა კონკრეტულ თემაზე, იღებს ელექტრონულ წერილს. მომხმარებლის გამოწერის პროფილი შედგება მისი ელექტრონული ფოსტის მისამართისა და თემებისგან, რომლებზეც სურს ელექტრონული წერილით განახლებების მიღება. მომხმარებელს შეუძლია თავისი გამოწერის პროფილის დაკონფიგურირება და მართვა, რათა ზუსტად მისი სურვილის შესაბამისი ინფორმაცია მიიღოს, ხოლო გამოწერის გაუქმება ნებისმიერ დროს შეუძლია.
მომხმარებლები, რომლებიც მუშაობენ დეპარტამენტის GovDelivery სისტემაში, ელიან კონფიდენციალურობის დაცვას დეპარტამენტთან ურთიერთობისას. ჩვენ გამოვიყენებთ მხოლოდ მომხმარებლების მიერ მოწოდებული ელექტრონული ფოსტის მისამართებს, რათა გავაგზავნოთ ელექტრონული წერილები, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ GovDelivery სისტემაში შერჩეულ თემებთან. არ გამოვიყენებთ GovDelivery სერვისს: 1) ელექტრონული წერილის გასაგზავნად, რომელიც არ უკავშირდება მომხმარებლის მიერ არჩეულ თემებს; 2) პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის აქტიურ მოძიებას; და 3) ჩვენი კონფიდენციალურობის ოფისის მიერ ვალდებულების მოხსნის გარეშე პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის ან მისი გამოყენებით მოძიებას. რამდენადაც მომხმარებელი ტვირთავს ან აგზავნის პიროვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას დეპარტამენტის GovDelivery სისტემაში, გამოვიყენებთ მხოლოდ მინიმალურ ოდენობას, რაც აუცილებელია კანონით, აღმასრულებელი ბრძანებით ან რეგლამენტით ნებადართული დანიშნულებისათვის.
არც დეპარტამენტს და არც GovDelivery-ს არ შეუძლიათ მომხმარებლის გამოწერის პროფილის (მათ შორის ელექტრონული ფოსტის მისამართის) გაზიარება კონფიდენციალურობის ოფისის მიერ ვალდებულების მოხსნის გარეშე.
“ქუქი-ფაილები“
„ქუქი-ფაილები“ არის ტექსტის მცირე ნაწილაკები, რომლებიც გამოიყენება სესიის ხანგრძლივობის განმავლობაში (სესიის ქუქი-ფაილები) ან ინახება მომხმარებლის მყარ დისკზე შემდეგ ჯერზე ვებსაიტზე სტუმრობისას მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის იდენტიფიკაციისათვის (მუდმივი „ქუქი-ფაილები“). თუ არ გსურთ სესიის ან მუდმივი „ქუქი-ფაილების“ შენახვა თქვენს აპარატზე, შეგიძლიათ გამორთოთ ქუქიები თქვენს ბრაუზერში. თქვენ კვლავ გექნებათ წვდომა ჩვენს ვებსაიტებზე არსებულ ყველა ინფორმაციასა და რესურსზე, მაგრამ ქუქიების გამორთვამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ვებსაიტის ფუნქციონირებაზე. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ბრაუზერში ქუქიების გამორთვა გავლენას მოახდენს მათ გამოყენებაზე ყველა სხვა ვებსაიტზე, რომელსაც თქვენ ეწვიეთ.
ონლაინ ურთიერთობა ბავშვებთან
ამ ვებსაიტმა შესაძლოა შესთავაზოს საგანმანათლებლო კონტენტი 13 წლამდე ასაკის ბავშვებს. თუ დეპარტამენტის ვებსაიტი განიზრახავს ინფორმაციის შეგროვებას 13 წლამდე ასაკის ბავშვების შესახებ, ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციასა და ინსტრუქციებს ბავშვთა ონლაინ კონფიდენციალურობის დაცვის აქტის შესაბამისად. ვებ-გვერდზე ზუსტად იქნება მითითებული, რისთვის იქნება გამოყენებული ინფორმაცია, ვინ დაინახავს მას და რამდენ ხანს შეინახება იგი.
სხვა ვებსაიტებზე შესვლა
ეს საიტი შეიძლება შეიცავდეს სხვა ფედერალური და საერთაშორისო სააგენტოების, კერძო ორგანიზაციებისა და ზოგიერთი კომერციული სუბიექტის ვებსაიტებზე გადასასვლელ ბმულებს. სხვა საიტზე გადასვლის შემდეგ, თქვენ ექვემდებარებით ახალი საიტის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკას. ყოველთვის სწორი მოსაზრებაა, წაიკითხოთ ნებისმიერი ვებსაიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელსაც ეწვიეთ. ჩვენ არ ვაკონტროლებთ და არ უზრუნველვყოფთ ბმულით დაკავშირებულ საიტზე მოცემული ინფორმაციის სიზუსტეს, შესაბამისობას, დროულობას ან სისრულეს. ჩვენ, ასევე, არ ვუჭერთ მხარს ორგანიზაციებს ან პირებს, რომლებიც მართავენ საიტებს ან რომლებსაც უშუალოდ ბმულებით ვუკავშირდებით და ამასთანავე, მათ მიერ გამოხატულ შეხედულებებს ან მათ მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებს/მომსახურებებს.
კონფიდენციალურობის პოლიტიკის საკონტაქტო ინფორმაცია
მივესალმებით უკუკავშირს, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ან თქვენი ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენი კონფიდენციალურობის შესაბამისობის მასალები, კონფიდენციალურობის ზემოქმედების შეფასება (PIA) და ჩანაწერთა შეტყობინებების სისტემები (SORN), ხელმისაწვდომია მისამართზე www.state.gov/privacy. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონფიდენციალურობის ოფისს მისამართზე privacy@state.gov ან გამოგვიგზავნოთ ელექტრონული წერილი მისამართზე:
გლობალური საინფორმაციო სერვისების ოფისი კონფიდენციალურობის ოფისი – A/GIS/PRV სახელმწიფო დეპარტამენტის ოფისი 9 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი 20006
განახლებულია 2020 წლის ივნისში
დაგვიკავშირდით: (995 32) 227-7000
არასამუშაო დროს, დაგვიკავშირდით: 032 227-7000
გადაუდებელი დახმარება: (995-32) 227-7000
გადაუდებელი შემტხვევების კონტაქტები მიიღეთ მოგზაურობის შესახებ შეტყობინებები ბავშვთა საერთაშორისო გატაცება აშშ-ის მოქალაქის დაპატიმრება აშშ-ის მოქალაქის გარდაცვალება დანაშაულის მსხვერპლი გადაუდებელი ფინანსური დახმარება