თავდაცვის დეპარტამენტმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს ვიდეო ტელეკონფერენციის მეშვეობით ორმხრივი თავდაცვის კონსულტაციები ჩაატარეს. კონსულტაციებს თავმჯდომარეობდნენ თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ლორა კუპერი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი.
კონსულტაციების მიზანი იყო ორმხრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის პრიორიტეტების განხილვა, უსაფრთხოების თანაზიარი მიზნების განხორციელებაში არსებული პროგრესის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება.
აშშ-ისა და საქართველოს დელეგაციებმა, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მყარ საფუძველზე დაყრდნობით, უსაფრთხოების თანამშრომლობის ახალი სამომავლო მიზნების ჩამოყალიბებაზე იმსჯელეს. საუბრისას განიხილეს ავღანეთი და მტკიცე მხარდაჭერის მისია, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმა და მოდერნიზაციის ძალისხმევები.
ორივე მხარემ კიდევ ერთხელ აღუთქვა ერთგულება სტრატეგიულ პარტნიორობას, საქართველოს და დაადასტურა ამ წარმატებული პარტნიორობის გაგრძელების მნიშვნელობა მისი განვითარების გზაზე.