ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს პერმიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან (8 მაისი)

ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს პერმიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან (8 მაისი)

დღეს თეთრ სახლში ვიცე-პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. ორი ქვეყნის ლიდერებმა დაადასტურეს აშშ-საქართველოს შორის 25 წლის განმავლობაში გამოწრთობილი სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცე და ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს. ვიცე-პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ქართველი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლისათვის, მათ შორის, 31 სამხედრო მოსამსახურის მიმართ, რომელთაც სიცოცხლე გაიღეს ნატოს ძალების გვერდით ავღანეთში ბრძოლისას. ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ადმინისტრაციის ურყევი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვიცე-პრეზიდენტმა შეაქო პრემიერ-მინისტრის ლიდერობა პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებში და კვლავ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს გადაწყვეტილებისა, შეუერთდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს, მათ შორის, ნატოს. ამასთანავე, ლიდერებმა პირობა დადეს, გააგრძელონ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცება.