ზურგის ადმირალ პოლ ვერასტროს ვიზიტი საქართველოში (19 ივნისი)

ზურგის ადმირალ პოლ ვერასტროს ვიზიტი საქართველოში (19 ივნისი)

 

დღეს, აშშ-ის ევროპული სარდლობის ლოგისტიკის დირექტორი, ზურგის ადმირალი პოლ ვერასტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ეწვია და შეხვდა სამსახურის დირექტორს, ბ-ნ გიორგი მღებრიშვილს. შეხვედრაზე განიხილეს სამსახურში მიმდინარე სტრუქტურული და საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ის დახმარება, რასაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ახორციელებს ქვეყნის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად.

ზურგის ადმირალმა ვერასტრომ მოინახულა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველთა მომზადების ცენტრი და ის ჰუმანიტარული დახმარების პროექტები, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა გასული წლების მანძილზე განახორციელა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა მნიშვნელოვან დახმარება უწევს ქვეყანას საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

აღნიშნული პროექტების ფარგლებში აშენებული ინფრასტრუქტურული ობიექტები და გადაცემული აღჭურვილობა მნიშვნელოვანია ქვეყნის მიერ ხანძრებსა და სხვა სახის კატაკლიზმებზე რეაგირების შესაძლებლობის გასაზრდელად და ხელს უწყობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და აშშ-ის მთავრობას შორის მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ეს თანამშრომლობა შესაძლებლობას გვაძლევს სხვადასხვა პროგრამების საშუალებით ინსტიტუციონალურ დონეზე ჩამოვაყალიბოთ საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის სისტემა, რასაც საფუძვლად დაედება უწყებათშორისი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის განვითარება.