მშვიდობის კორპუსის მოხალისე საქართელოში განაგრძობს საქმიანობას
თბილისი, საქართველო – 2023 წლის თებერვალში საქართველოს მშვიდობის კორპუსმა მიიღო მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეები, რომლებიც ადგილობრივი თემის წევრებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმუშავებენ.
კოვიდ-19 პანდემიის გამო მოხალისეებს საქართველოში არ უმუშავიათ 2020 წლიდან მას შემდეგ რაც მშვიდობის კორპუსის სამოცწლიანი ისტორიის მანძილზე პირველად მოხდა მოხალისეთა სრული ევაკუაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ევაკუაციის შემდგომ საქართველოს მშვიდობის კორპუსის თანამშრომლები აგრძელებდნენ პარტნიორებთან თანამშრომლობას სხვადასხვა გზით. ამ ხნის მანძილზე მშვიდობის კორპუსმა დანერგა ვირტუალური თანამშრომლობის საპილოტე პროგრამა, პარტნიორ სკოლებსა და ორგანიზაციებს შესთავაზა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები, გაუზიარა სხვადასხვა რესურსი განათლების ახალგაზრდების განვითარების, ორგანიზაციული შესაძლებლობის გაზრდისა და პროექტების მართვის საკითხებზე.
ახალჩამოსულ ჯგუფში არის ერთი მოხალისე, რომელმაც 2020 წლის ევაკუაციისას დატოვა საქართველო და ახლა დაბრუნდა. სუზანმა მოხალისის ფიცი დადო გასულ კვირას, ფიცის დადების ცერემონიაზე რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გაიმართა, თბილისში. ფიცის დადების ცერემონიას უძღვებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დედგნანი. ღონისძიებას დაესწრნენ მშვიდობის კორპუსის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლები და ასევე მშვიდობის კორპუსის ყოფილი მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
„არაჩვეულებრივია რომ საქართველოში დაბრუნებისა და ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობის დასრულების საშუალება მომეცა“ – აღნიშნა სუზანმა – „2020 წლის ევაკუაციისას ვიგრძენი, რომ საკუთხარი სახლიდან მიწევდა წასვლა. არ მეგონა, რომ მშვიდობის კორპუსში მოხალისეობის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მომეცემოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აქაური კოლეგებისგან გამხნევებული, ყოველთვის ვგეგმავდი საქართველოში დაბრუნებას. საქართველოში დაბრუნება ჩემთვის არაჩვეულებრივი შანსი და დიდი პატივია.
სირთულეების წინაშე ყოფნისას ადვილია დაივიწყოთ რამხელა პრივილეგიაა მოხალისეობა. როგორც ამერიკელი ვამაყობ, რომ წარმოვადგენ ჩემს ქვეყანასა და იმ მოხალისეობრივ სულისკვეთებას, რომელსაც პრეზიდენტმა კენედიმ ჩაუყარა საფუძველი და ამასთანავე თავს ძალზე იღბლიანად ვთვლი, რომ ამის გაკეთების შესაძლებლობა ჯადოსნურ საქართველოში მეძლევა.
დაბრუნდებამდე მუდამ ღიმილი მეფინებოდა, როგორც კი წარმოვიდგენდი საქართველოს იმ არაჩვეულებრივ ხალხთან და მშვიდობის კორპუსის თანამშრომლებთან ხელახალ შეხვედრას, რომლებიც ქვეყანაში ყოფნის 11 თვის მანძილზე გავიცანი. იმედი მაქვს, რომ მცირედით მაინც შევძლებ ის ამაგი დავუბრუნო საქართველოს, რომელიც აქაურმა ხალხმა და ქვეყანამ ასე გულუხვად გაიმეტა ჩემთვის“.
„სუზანის დაბრუნებით შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ საქართველოში მსახურობს ერთი არაჩვეულებრივი, მედგარი და თავდადებული მოხალისე“ – აღნიშა საქართველოს მშვიდობის კორპუსის დირექტორმა ჯეფრი გოვეიამ. “მთელი ეს წლები სუზანი დაბრუნების იდეის ერთგული იყო. სუზანის ყოფილი მასპინძელი თემით მოუთმენლად ელოდა მის დაბრუნებას. ჩვენც მოუთმელად ველით, როდის შეუერთდებიან ახალჩამოსული მოხალისეები სუზანს მაისში, ტრეინინგის გავლის შემდგომ.“
სუზანის ფიცის დადების ცერემონიაზე ელჩმა დეგნანმა თქვა, რომ სუზანსა და სხვა მოხალისეებს სამაგალითო მოხალისეობრივი სულისკვეთება ამოძრავებთ და ასევე დასძინა, რომ სადაც კი უმოგზაურია – ახალქალაქიდან ხულომდე, თუ ბოლნისიდან წალენჯიხამდე, ის შეხვდა არაერთ ოჯახსა და თემს, რომლებმაც მოხალისეებს უმასპინძლეს და დიდად აფასებენ საქართველოს მშვიდობის კორპუსის პოზიტიურ გავლენას, რომელიც მას საქართველოში აქვს.
საქართველოს მთავრობის თხოვნით, მოხალისეები ჩაერთვებიან ინგლისურის სწავლებისა და ახალგაზრდების გაძლიერებისა და ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროგრამებში. ისინი ითანამშრომლებენ საჯარო სკოლებსა და ორგანიზაციებთან ახალგაზრდებში ინგლისური ენის უნარების გასაუმჯობესებლად, სწავლების განვითარებაში დაეხმარებიან პარტნიორ მასწავლებლებს, ადგილობრივ თემებთან ერთად ხელს შეუწყობენ ახალგაზრდების განვითარებას, ხოლო ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტბთან ერთად ხელს შეუწყობენ ორგანიზაციულ განვითარებას, მეწარმეობისა და დასაქმების უნარების განვითარებას.
მშვიდობის კორპუსმა მოხალისეები უკვე მსფლიოს 52 ქვეყანაში მიიწვია და თავის საქმიანობაში კვლავ ითვალისწინებს კოვიდ პანდემიის გამო შექმნილ ცვალებად გარემოპირობებს.
მშვიდობის კორპუსის შესახებ: მშვიდობის კორპუსი მოხალისეების, მასპინძელი ქვეყნების თემების, პარტიორებისა და თანამშრომლებისგან შემდგარი საერთაშორისო ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში მშვიდობისა და მეგობრობის ხელშეწყობას. ადგილობრივი მთავრობების მოწვევით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მშვიდობის კორპუსის მოხალისეები მასპინძლებთან ერთად მუშაობენ ადგილობრივ პრიორიტეტულ საჭიროებებზე განათლების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, თემის ეკონომიკური განვითარებისა და ახალგაზრდების განვითარების საკითხებზე. მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა ქსელის წევრები ივითარებენ მომავლის ლიდერებისთვის აუცილებელ უნარებსა და ინტერკულტურულ კომპეტენციებს. მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა კენედიმ დაარსა მშვიდობის კორპუსი 1961 წელს, 240 000-ზე მეტმა მოხალისემ იმუშავა, მსოფლიოს 142 ქვეყანაში.
საქართველოს მშვიდობის კორპუსის შესახებ: საქართველოს მშვიდობის კორპუსი 2001 წელს დაარსდა საქართველოს მთავრობის მოწვევით. პირველი ჯგუფი შედგებოდა 21 მოხალისისგან, რომლებიც ინგლისურს ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად ასწავლიდნენ. 2004 წელს პროგრამა გაფართოვდა და დაიწყო ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობაც. 900-ზე მეტმა ამერიკელმა მოხალისემ იმუშავა საქართველოში და ადგილობრივ პარტნიორებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და ამერიკული კულტურა, ხოლო ამერიკელებს გააცნო ქართული კულტურა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს peacecorps.gov and გამოგვყევით, ფეისბუქზე, ინსტაგრამსა და თვითერზე.