როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის საბჭოს წევრები ეწვივნენ საქართველოს (15 ივნისი)

Ambassador Kelly welcomed members of the Rostropovich-Vishenvskaya Foundation in the Embassy. Photo: State Dept

აშშ-ის ელჩი იან კელი როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის საბჭოს წევრებთან ერთად. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის საბჭოს წევრები ეწვივნენ საქართველოს (15 ივნისი)

ამერიკის ელჩი იან კელი ძალიან კმაყოფილი იყო ელენა როსტროპოვიჩთან და როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის საბჭოს წევრებთან შეხვედრით მათი თბილისში ვიზიტის დროს. როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდი არსებობის 25 წლისთავს აღნიშნავს. ელენე როსტროპოვიჩმა გააცნო ელჩ კელის მისი მშობლების, მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსებისა და ადამიანის უფლებების დამცველ მაესტრო როსტროპოვიჩისა და ქალბატონ გალინა ვიშნევსკაიას მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდის ბოლო პერიოდის საქმიანობა. ელჩი კელი  ძალიან კმაყოფილი იყო იმით, რომ ფონდი აფართოვებს სკრინინგის პროგრამას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ეს პროგრამა  გულისხმობს  ახალდაბადებულებისთვის სიცოცხლისათვის სახიფათო გულის თანდაყოლილი დეფექტების გამოვლენასა და მკურნალობას, რაც ფონდ ქართუს მხარდაჭერით ხორციელდება. როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის, მისი მისიისა და პროგრამების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:www.rostropovich.org