Flag

An official website of the United States government

რუხის ჰოსპიტალს მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
ივლისი 14, 2023

რუხის ჰოსპიტალს მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა

პარასკევს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადაეცა აუცილებელი უახლესი სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც ექიმებს საშუალებას მისცემს სიცოცხლის გადარჩენის პროცედურები ჩაუტაროს სამეგრელოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს. მეტიც, საქართველოს მთავრობის განკარგულებით რუხის ჰოსპიტალი, რომელიც 140-მდე პაციენტს იტევს, აფხაზეთიდან სამედიცინო დახმარების მსურველ პაციენტებსაც მოემსახურება. შეერთებულ შტატებს წარმოადგენდა თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის ოფისი (ODC), რომელმაც $100,000 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა, მათ შორის: უახლესი ქირურგიული განათების, მოწინავე საოპერაციო მაგიდა, პაციენტის მონიტორ, ანესთეზიისა და ვიდეო კოლპოსკოპიის აპარატი გადასცა საავადმყოფოს.