სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აღნიშნავს ახალი სტუდენტების ჩარიცხვას (27 სექტემბერი)

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აღნიშნავს ახალი სტუდენტების ჩარიცხვას. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აღნიშნავს ახალი სტუდენტების ჩარიცხვას. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აღნიშნავს ახალი სტუდენტების ჩარიცხვას (27 სექტემბერი)

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნენსი ლიმ, ელჩმა კელიმ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სიტყვით მიმართეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (SDSU-Georgia) ჩარიცხულ სტუდენტებს. SDSU-საქართველოს პარტნიორობა არის MCC-ს მთავარი ინვესტიცია უმაღლეს განათლებაში. ეს არის ერთადერთი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ამერიკული უნივერსიტეტისპროგრამების დიპლომს გასცემს. ახლა მისი არსებობის მეორე წელს, SDSU იზიდავს საქართველოს საუკეთესო და ყველაზე ჭკვიან სტუდენტებს STEM-ის დარგში. როდესაც SDSU-ს სტუდენტები სწავლას დაასრულებენ ამერიკული ბაკალავრის ხარისხით, MCC იმედოვნებს, რომ ისინი შეძლებენ გამოიმუშავონ 40 პროცენტით მეტი, ვიდრე მათი თანამემამულე სტუდენტები საქართველოში.

ელჩის კომენტარი მედიასთან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს სტუდენტების შეკრებასთან დაკავშირებულ ცერემონიაზე  2016.

კითხვა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებით საქართველოში.

ელჩი კელი: როგორც მე ვუთხარი სტუდენტებს, ჩემთვის ეს იყო ძალიან ამაღელვებელი, რომ მივიღე მონაწილეობა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ახალი სტუდენტების მიღების მეორე ცერემონიაში. მე ვფიქრობ, რომ ეს ოცნებების სფეროს განეკუთვნება. მე ვთქვი, რომ აქ ჩამოვედი მაშინ, როდესაც მათი ასაკის ვიყავი, 40 წლის წინ, როცა მე ვიყავი სტუდენტი. მე ჩამოვედი ლენიგრადიდან, სადაც ვსწავლობდი რუსულს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ საქართველო იქნებოდა დამოუკიდებელი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ აქ იქნებოდა ამერიკული უნივერსიტეტი. ასე რომ, ეს არის ძალიან სიმბოლური ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობისათვის: ეს არისათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის  140 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის პირდაპირი ინვესტიცია მომავალში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ასევე ძალიან იმედისმომცემი ნიშანი საქართველოს მომავლისთვის, მაშინ როდესაც ის შედის ოცდამეერთე საუკუნეში.