Flag

An official website of the United States government

განყოფილებები
ავტორი
23 წუთიანი საკითხავი

 აღმასრულებელი სამსახური

აღმასრულებელი სამსახური შედგება ელჩის, მისიის ხელმძღვანელის მოადგილის (DCM) და პროტოკოლის საკითხებზე მომუშავე სამსახურის შტატისგან. ელჩი,  DCM-თან ერთად, პასუხისმგებელია აშშ მთავრობის ყველა თანამშრომლისა და პროგრამის კოორდინაციაზე, ზედამხედველობასა და მართვაზე საქართველოში.

ავტორი

კომერციული განყოფილება

თბილისი, ამერიკულ ფირმებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართული ბაზრითა და საქართველოში ბიზნესის კეთებით, სთავაზობს მომსახურების პაკეტს. ეს მომსახურება მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, პარტნიორების მოძებნას (ადგილობრივი აგენტებისა და ამერიკული საქონლისა და სერვისის დისტრიბუტორების განსაზღვრას) და ქართველ და ამერიკელ ბიზნესმენებს შორის კონტაქტებისა და შეხვედრების ხელშეწყობას. ჩვენ რეგულარულად გამოვცემთ საბაზრო ინფორმაციის შემცველ ბიულეტენებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ამერიკული კომპანიებისათვის, ვაძლევთ რჩევებს ჩვენს ქვეყანაში მყოფ იმ კომპანიებს, რომლებიც ეძებენ ახალ გზებს ან აწყდებიან პრობლემებს ბიზნესის კეთებისას. ჩვენი სპეციალისტების ყურადღების ცენტრშია მრეწველობის ის სექტორები, რომლებიც ვაჭრობისა და ინვესტიციების მხრივ ყველაზე უფრო პერსპექტიულია ამერიკული კომპანიებისათვის.

ავტორი

საკონსულო განყოფილება

საკონსულო განყოფილება დაკომპლექტებულია ამერიკის საგარეო სამსახურის ოფიცერთა მიერ და ორივე, საქათველოს და ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურებას ამერიკელი მაქალაქეებისათვის საქართველოში, ასევე ეხმარებიან ბევრ კიტხვებთან დაკავშირებით აშშ-ს ვიზების შესახებ.

დეტალური ინფორმაციისთვის: დააჭირეთ აშშ ვიზები. იმიგრანტებისათვის და არაიმიგრანტებისათვის ვიზების შესახებ: დააჭირეთ  აშშ მოქალაქეთა მომსახურება შემდეგი ინფორმაციის მისაღებათ:

პასპორტის საკითხებზე (მათ შორის დაკარგული/ მოპარული/ ჩანაცვლებული, აშშ მოქალაქის რეგისტრაცია)მოქალაქეობის საკითხები ( შეძენისა და საზღვარგარეთ დაბადების საკითხები)აშშ მოქალაქეთა მომსახურება (კეთილდღეობა და ადგილსამყოფელი, გარდაცვალება, დაპატიმრება, სამედიცინო და საჯარო ინფორმაცია)საარჩევნო ინფორმაცია და სანოტარო მომსახურება.მისამართი

საკონსულო განყოფილების საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 29
დიდი დიღომი
თბილისი, საქართველო, 0131

საკონსულოს სამუშაო საათები:

ორშაბათი – პარასკევი 8:30 – 17:30

ამერიკის მოქალაქეთა მომსახურება:

ტელეფონი: (995-32) 227 77 24

დაუკავშირდით ამერიკელ მოქალაქეთა მომსახურების სამსახურს აშშ-ის მოქალაქეთა სერვისის ნავიგატორის მეშვეობით (Google Forms)

არასამუშაო საათებში საგანგებო სიტუაციისას, რომელიც შეეხება ამერიკის მოქალაქეს, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს მორიგე ოფიცერს ტელეფონზე:

(995 32) 227-70-00

აშშ სავიზო ინფორმაციის მომსახურების ცენტრი

ზარი საქართველოში: (995 32) 2471 160

ზარი აშშ-ში: 703-988-7103

ელ-ფოსტა: support-georgia@ustraveldocs.com

ვებ-საიტი: http://www.ustraveldocs.com/ge/

ავტორი

თავდაცვის ატაშეს ოფისი

თავდაცვის ატაშე წარმოადგენს ელჩის და მისიის სამუშაო ჯგუფის…მთავარ მრჩეველს სამხედრო საკითხებში და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ის დანიშნულია ქვეყანაში უმაღლეს სამხედრო ოფიცრად თავდაცვის მდივნისა და გაერთიანებული შტაბების თავჯდომარის მიერ. ის ასევე წარმოადგენს აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ყველა სამსახურეობრივ სამდივნოს, გენერალური შტაბების თავმჯდომარეს და აშშ-ს ევროპულ სარდლობას საქართველოში. თავდაცვის ატაშე აკვირდება და ანგარიშს აკეთებს საქართველოში სამხედრო და უსაფრთხოების საკითხების განვითარებაზე, რჩევებს აძლევს ელჩს და მის მოადგილეს პოლიტიკურ-სამხედრო საკითხებზე და უზრუნველყოფს თავდავცის დეპარტამენტის და სამხედრო მოსამსახურეების საპატიო სტუმტების ვიზიტებს საქართველოში.უმაღლესი თავდაცვის ოფიცერი/თავდაცვის ატაშე არის პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი.

ავტორი

იუსტიციის დეპარტამენტი

სისხლის სამართლის განყოფილება

სისხლის სამართლის განყოფილება, Office of Overseas Prosecutorial Development, დახმარება და ტრეინინგი (OPDAT)

საქართველოს იუსტიციის სექტორის განვითარების პროგრამა.

INL მთლიანად აფინანსებს ინიციატივებს, რომლებიც იმართება აშშ იუსტიციის დეპარტამენტისOffice of Overseas Prosecutorial Development-ის, დახმარება და ტრეინინგი (OPDAT)-ს მიერ, რათა დაეხმაროს საქართველოს მთავრობას იურიდიულ საკითხებში რეზიდენტი მრჩევლის (RLA) საშუალებით, რომელიც იმყოფება აშშ საელჩოში თბილისში, და რომელსაც ეხმარებიან გამოცდილი იურისტები და პერსონალი DOJ შტაბბინაში. დაწყებული 1999 წლის თებერვლიდან, OPDAT საქართველო პროგრამა განსაკუთრებით პროდუქტიულია ანტიკორუფციულ საქმიანობაში. ეს პროგრამა აგრეთვე პასუხისმგებელია სისხლის სამართლის საკითხებზე ტრეინინგების ჩატარებისა და დამხმარე პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაზე. ჯარედ კიმბოლი, მოქმედი RLA, არის ამერიკის შეერთებული შტატების პროკურორის თანაშემწე სპოკეინიდან, ვაშინგტონი, და არის გამოცდილი ფედერალური და შტატის მბრალდებელი. მისტერ კიმბოლს ეხმარება სპეციალისტი სამართლებრივ საკითხებში, ნათია წნორაშვილი. იგი გახლავთ ადვოკატი და სწავლობდა საქართველოში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში.

ახალი სისხლის სამართლის საპროცედურო კოდექსის (სსსკ) შემუშავება.

საქართველოს სამართლებრივი და ძალოვანი სექტორები, განსაკუთრებით კი პროკურორის სამსახური, ცდილობენ თავიდან მოიშორონ კორუმპირებული საბჭოთა მემკვიდრეობის გადმონაშთი და დაამკვიდრონ ისეთი სისხლის სამართლის სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ პრინციპებზე. RLA-სა და ქვეყანაში სტუმრად მყოფი აშშ პრაქტიკოსებისა და პროფესორების დახმარებით, სამუშაო ჯგუფმა დაასრულა ახალი სსსკ-ს შემუშავების ხანგრძლივი და ღია პროცესი. ახალი სსსკ დამტკიცებულ იქნა 2009 წლის ოქტომბერში, რაც შეიძლება ჩაითვალოს დიდ მიღწევად საქართველოსათვის. ახალი კოდექსი არის ქართული კოდექსი და იგი გახლავთ ჰიბრიდი აშშ მოდელსა და კონტინენტურ სამართლებრივ სისტემას შორის. ახალი სსსკ ხელს შეუწყობს სისხლის სამართლის საქმეების ეფექტურ გამოძიებასა და სამართლებრივ დევნას, სამოქალაქო უფლებების პატივისცემისა და მსჯავრდებულთა საქმეების გამოძიებისას მათი დაცვისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელების საფუძველზე. 2010 წელს მკვლელობის საქმეებთან დაკავშირებით თბილისში შემოღებულ იქნება სასამართლო პროცესები ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. ახალი სსსკ აპირებს ზოგადი კანონის ქვეყნებში არსებული სისტემის შემოღებას სისხლის სამართლის სასამართლოებში და მოითხოვს მოსამართლეების უფრო მეტ დამოუკიდებლობას.

ტრეინინგები

რათა უკეთ ავუხსნათ მბრალდებლის სამსახურს ის ცვლილებები, რომლებიც ძალაში შევა ახალი სისხლის სამართლის საპროცედურო კოდექსის (სსსკ) მიღების შემდეგ, RLA ახორციელებს პრაქტიკული ტრეინინგების პროგრამას ქართველი მბრალდებლებისათვის. ღLA მართავს ყოველთვიურ სიმულაციურ სასამართლო პროცესებს ქართველი მბრალდებლებისათვის. ეს მბრალდებლებს შეუნარჩუნებს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც საჭიროა სსსკ-ს წარმატებული განხორციელებისათვის. RLA აგრეთვე ხშირად ატარებს საწვრთნელ სემინარებს ისეთ თემებზე, როგორც სისხლის სამართლის კანონი და სისხლის სამართლის პროცედურებთან დაკავშირებული თემები იუსტიციის სამინისტოს მოთხოვნების შესაბამისად. ეს მოიცავს ბრალდების ეთიკას, ბრალდების მხარის დიკრეციულ უფლებას, დანაშაულის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებების განხილვას.

პროკურატურის რეფორმა 

RLA და სტუმრად მყოფი DOJ ექსპერტები ეხმარებიან პროკურატურას OPDAT-ის წინადადებების განხორციელებაში, ისეთ საკითხებზე როგორც სავალდებულო ფინანსური განცხადებები, ყოველწლიური ტრეინინგი ეთიკის საკითხებში, IG/OPR სამსახურის შექმნა და დაქირავების, სამსახურიდან გაშვების და დაწინაურების სტანდარტების შექმნა. უფრო მეტიც, INL-ის ფონდებით OPDAT-მა დააარსა რეგიონალური ბიბლიოთეკები მბრალდებელთათვის. ამ ბიბლიოთეკების განახლებულ ოთახებში თავმოყრილია უახლესი საკანონმდებლო და სამართლებრივი ლიტერატურა, დამონტაჟებულია ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები, პრინტერები და ფაქსები. ეს პირველად საქართველოში ქმნის ეროვნული მასშტაბის კომუნიკაციებს და კოორდინაციას სისხლის სამართლის საქმეების სფეროში და ამ მიმართებით აუმჯობესებს ცოდნისა და უნარ-ჩვევების დონეს. RLA ასევე მხარს უჭერს თემში მომუშავე მბრალდებლების მოდელს, სადაც მბრალდებლები მიდიან თემებში სტუდენტებსა და თემების ლიდერებთან სამუშაოდ ერთობლივი ინტერესების საკითხებზე, დანაშაულის ტენდენციებზე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არასრულწლოვანი დამნაშავეებისათვის, ალტერნატიული, თემზე დაფუძნებული სანქციების შემოღებაზე, ციხის ნაცვლად.

სხვა RLA საქმიანობა/პროექტები

აშშ იუსტიციის დეპარტამენტის RLA და მისი INL-ის მიერ დაფინანსებული 2009 ფისკალური წლის საქმიანობის აქცენტი გადატანილ იქნება საქართველოს ახალი და რეფორმირებული სსსკ-ს განხორციელებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს მოიცავს მბრალდებლებისათვის სასამართლო პროცესის სიმულირების ტრეინინგის პროგრამის ინსტიტუციონალიზაციას. INL/OPDAT-ი დააფინანსებს სსსკ-ს და აშშ ფედერალური მოსამართლეების მიერ ნაფიც მსაჯულებზე ჩატარებულ ტრეინინგებს ქართველი მოსამართლეებისათვის.

RLA და INL დაეხმარება საქართველოს ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებული საინსტრუქტაჟო მასალების შემუშავებაში. RLA და INL დახმარებას გაუწევს სსსკ-ს ახალ კომპონენტებთან დაკავშირებით სამოქალაქო სამსახურების განცხადებების შემუშავებაში, კერძოდ: მოპასუხის უფლებებზე, მოწმის უფლებებზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოებზე/ნაფიც მსაჯულთა მოვალეობებზე, დისკრეციულ სასამართლო დევნაზე და დევნის აცილების პროგრამებზე; დაზარალებულის უფლებებზე და მოსამართლის დამოუკიდებელ როლზე ახალი სსსკ-ს ქვეშ. RLA და INL დაეხმარება პრაქტიკოსი იურისტებისათვის სსსკ კომენტარი /ანოტირებული კოდექსის შემუშავებაში.

RLA ზედამხედველობას უწევს სისხლის სამართლის სასამართლოს მონიტორინგის პროექტს დღევანდელი სასამართლო პრაქტიკის მონიტორინგისა და ახალი სსსკ განხორციელებაში ხელის შემშლელი ბარიერების განსაზღვრის მიზნით. RLA მხარს უჭერს ბრალდების სამსახურის შიდა მენეჯმენტის რეფორმას, მათ შორის ეთიკის, მასმედიისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების რეფორმას. RLA ძალოვანი სტრუქტურებისათვის ჩატარებულ ტრეინინგებს უზრუნველყოფს გამოცდილებითა და ცოდნით სისხლის სამართლის სისტემაში არსებულ თანამედროვე ტენდენციებზე. RLA ეხმარება მოწმეთა დაცვის ჯგუფს განხორციელებისათვის აუცილებელი კანონმდებლობის შემუშავებით. RLA აგრეთვე ეხმარება საქართველოს, ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და კანონის აღსრულების მუხლების დახვეწაში. RLA-ს მხარდაჭერა გაგრძელდება შემოთავაზებული მბრალდებელთა ICCM (ინტეგრირებული სისხლის სამართლის საქმეების მართვის სისტემა) სისტემის შემუშავებით, დაგეგმვისა და განვითარების დახმარების შეთავაზებით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტექნიკური ცოდნითა და გამოცდილებით უზრუნველყოფით.

ქართული სამსახურის შტატი

 

INL-ის განყოფილება დღეს შედგება სრულ განაკვეთზე მომუშავე ოთხი თანამშრომლისაგან: LES უფროსი; უფროსი მრჩეველი პოლიციის საკითხებში; და ერთი უცხოური სამსახურის ადგილობრივი წარმომადგენელი. INL-ის მიერ დაფინანსებული RLA განყოფილება შედგება აშშ ადვოკატის თანაშემწისა და უცხოური სამსახურის ადგილობრივი წარმომადგენლისაგან. დამატებით, მრჩეველი სასამართლო ექსპერტიზის საკითხებში და შიდა შემოსავლების სამსახურის ყოფილი სისხლის სამართლის გამომძიებელი მსახურობენ როგორც ტექნიკური მრჩეველები.

თუ გსურთ ტელეფონით დაგვიკავშირდეთ, აკრიფეთ საელჩოს ნომერი: (995 32)27 70 00

ავტორი

მენეჯმენტი

მენეჯმენტის განყოფილება უწევს მომსახურებას იმ უწყებებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან აშშ მისიაში საქართველოში. მენეჯმენტის განყოფილების ქვეშ არის კანცელარიის (არქივის) სექცია, საწყობი, საზღვაო ქვეითების უსაფრთხოების დაცვის შენობა და საცხოვრებელი ნაგებობანი. მენეჯმენტის საკითხებში მრჩეველის გარდა, აქ არიან ადამიანური რესურსების (კადრების) მართვის თანამშრომელი, საგარეო სამსახურის პრაქტიკოსი მედდები, ზოგადი სამსახურის თანამშრომლები, სპეციალისტი შენობა-ნაგებობების მოვლა- პატრონობის საკითხებში, საინფორმაციო პროგრამებში მომუშავე პერსონალი, თემთა საქმეებში მეკავშირე ოფიცერი და დაქირავებული ადგილობრივი პერსონალი.

ავტორი

თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA)

თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA) საქართველოში მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიზნებს, როგორიცაა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, საერთაშორისო თანამშრომლობა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ღონისძიებები. თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ძირითადი, საქართველოში აქტიური პროგრამებია ერთობლივი საფრთხის შემცირების (CTR) ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა (BTRP), მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების პროგრამა (WMD PPP), საერთაშორისო გაუვრცელებლობის პროგრამა (ICP) და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საგანგებო სიტუაციების მართვის პროგრამა (CBRN).

საქართველოში თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მთავარ პროგრამებს წარმოადგენს:

• ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა (BTRP) – საქართველოში შეეხება საფრთხეებს ამერიკის შეერთებული შტატების და გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების საკითხებს, რომელიც გამოიხატება განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების აფეთქებების რისკით. იგი ხელს უწყობს საუკეთესო გამოცდილებების წახალისებას ბიოლოგიურ უსაფრთხოების სფეროში, აუმჯობესებს რა საქართველოს უნარიანობას სწრაფად მოახდინოს ინფექციური დაავადებების გამოვლენა და შეტყობინება, ასევე საერთაშორისო კვლევით სფეროში თანამშრომლობის დანერგვა და გაუმჯობესება. ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა (BTRP) საქართველოში ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრთან (CDC), უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევით ინსტიტუტთან (WRAIR) თანამშრომლობით, ასევე ხორციელდება ახლო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტთან (USDA) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID). ამ თანამშრომლობის დამაგვირგვინებელ მიღწევას წარმოადგენს რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, თანამედროვე ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის კვლევითი დაწესებულება, რომელიც აშენდა თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს მიერ და გადაეცა კუთვნილებაში და საექსპლუატაციოდ საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს 2013 წელს.

• მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების პროგრამა (WMD PPP) მოიცავს მცურავი საშუალებების მოდერნიზაციას და პორტის ინფრსასტრუქტურის განახლების პროგრამას, რომელიც ხორციელდება შავი ზღვის სანაპიროზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამასთან ახლო თანამშრომლობით (EXBS). მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების პროგრამის (WMD PPP) ფარგლებში, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA) და სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების ოფისი საქართველოში საქართველოს საზღვრის დაცვის და სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან თანამშრომლობს, რათა გააუმჯობესოს საქართველოს შესაძლებლობა აღმოაჩინოს და აღკვეთოს მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული მასალების გავრცელება შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც ითვალისწინებს ტექნიკური უზრუნველყოფის, ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის სფეროში ხარვეზების აღმოფხვრას და მდგრადობის შესაძლებლობის განვითარებას ამ პორტებთან და აღჭურვილობის განახლებასთან დაკავშირებით.

• საერთაშორისო გაუვრცელებლობის პროგრამა (ICP) აწვდის სწავლებას და აღჭურვილობას სამართალდამცველ ორგანოებს, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურს, და საზღვრის დაცვის სამსახურებს. პროგრამის საქმიანობა შეესაბამება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფი დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) მიზნებს საქართველოში. საერთაშორისო გაუვრცელებლობის პროგრამის (ICP) მთავარ მიზანს წარმოადგენს სამართალდამცველი, საგანგებო სიტუაციების და საზღვრის დაცვის სამსახურების დახმარება პროფესიონალური კადრების ჩამოყალიბებაში; ზემოთმოხსენიებული ორგანოების შესაძლებლობის გაუმჯობესება, რათა გამოავლინონ, აღკვეთონ, განსაზღვრონ, გამოიძიონ და რეაგირება მოახდინონ მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებილი მასალების უკანონო გადატანაზე; ასევე შექმნას ხანგრძლივი და ორმხრივად სასარგებლო საქმიანი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოს და სხვა რეგიონალურ სააგენტოებს შორის.

• ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საგანგებო სიტუაციების მართვის პროგრამის (CBRN) მთავარ საქმიანობას წარმოადგენს საგანგებო სიტუაციების მართვის პერსონალის უზრუნველყოფა სწავლებებით და მთავარი ეროვნული დოქტრინის ჩამოყალიბება ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესახებ.

თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA) თანამშრომლობს საქართველოს სამინისტროებთან და სააგენტოებთან, რათა მიაღწიონ აღნიშნულ მიზნებს. მთავარი სამთავრობათშორისო უწყებები, რომლებიც მუშაობენ საზოგადოებრივ და ცხოველთა ჯანდაცვის მიზნების განხორციელებისთვის, არიან: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიები და სურსათის ეროვნული სააგენტო. სხვა მთავარი კოლაბორატორები, რომლებიც მუშაობენ თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან (DTRA) ერთად გაუვრცელებლობისა და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (CBRN) საგანგებო სიტუაციების მართვის მიზნების განხორციელების კუთხით არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის და სანაპირო დაცვის დეპარტამენტი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე ეროვნული რეაგირების ჯგუფი, და ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ევრაზიის ოფისი თბილისის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში არის რეგიონალური და პასუხისმგებელია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, მოლდოვაში, უკრაინაში და უზბეკეთში არსებული ოფისების საქმიანობის კოორდინირებაზე. მეტი ინფორმაცია თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მისიის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ პორტალზე http://www.dtra.mil/.

ავტორი

პოლიტიკური განყოფილება

პოლიტიკური განყოფილება საქართველოს მთავრობას ამცნობს აშშ-ს პოზიციებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თაობაზე და უხსნის ვაშინგტონს საქართველოს მიერ განხორციელებული საგარეო, თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკური კურსის შინაარსს.
პოლიტიკური განყოფილება აგრეთვე აანალიზებს და აკეთებს ანგარიშებს საქართველოს საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვან მოვლენებსა და ტენდენციებზე (არჩევნები, პოლიტიკური პარტიები, რეგიონთა შორის ურთიერთობა, მასმედია, ადამიანთა უფლებები და ა.შ.), იმდენად, რამდენადაც ეს ეხება საქართველოს ურთიერთობას აშშ-სთან.

ბოლოდროინდელი ანგარიშები მოიცავს:

  1. ანგარიში გლობალურ ანტი-სემიტიზმზე(სპეციალური ბრიფინგი ანგარიშზე – სრული ანგარიში)
  2. ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის მხარდაჭერა: აშშ ჩანაწერი 2005 – 2006      (წინასიტყვაობა – სრული ანგარიში – სექცია საქართველოზე)
  3. ქვეყნის ანგარიშები ტერორიზმზე(ანგარიშის შინაარსი – სრული ანაგრიში – სექცია საქართველოზე)
  4. ანგარიში ადამიანებით ვაჭრობაზე(ანგარიშის შინაარსი – სრული ანგარიში – სექცია საქართველოზე)
  5. ქვეყნის ანგარიში ადამიანთა უფლებების დაცვაზე     (წინასიტყვაობა – სრული ანგარიში – სექცია საქართველოზე)
  6. ანგარიში სარწმუნოების აღმსარებლობის თავისუფლებაზე(ანგარიშის შინაარსი – სრული ანგარიში – სექცია საქართველოზე)
  7. ანგარიში საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიაზე   (ანგარიშის შინაარსი – სრული ანგარიში)

ავტორი

საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება

საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება ემსახურება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიზნებისა და პრიორიტეტების განხორციელებას. მისი ამოცანაა, საქართველოს საზოგადოებას გააცნოს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინსტიტუტები, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ყველა ასპექტი, რომელიც საქართველოს ინტერესებს შეეხება. საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება ახორციელებს საგანმანათლებლო, კულტურულ და საინფორმაციო პროგრამებს. ინფორმაცია ყოველივე ამის შესახებ შეგიძლიათ, ნახოთ აქ.

ავტორი

რეგიონალური უსაფრთხოების სამსახური

დიპლომატიური უსაფრთხოების ბიურო (DS) არის უნიკალური ორგანიზაცია, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში. ბიუროს პერსონალი, რომელიც შედგება სპეციალური აგენტების, ინჟინრების, დიპლომატიური კურიერების, საჯარო სამსახურების სპეციალისტების და კონტრაქტორებისაგან, მუშაობს ერთად, როგორც გუნდი, რათა უზრუნველყოს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მისი საგარეო პოლიტიკური მისიების წარმატებით შესრულება.

დიპლომატიურ უსაფრთხოებას (DS) გააჩნია გლობალური პასუხისმგებლობების მთელი ნუსხა, რომელთა შორისაც ადამიანთა, ინფორმაციის და საკუთრების დაცვა უპირველესი მნიშვნელობისაა. საზღვარგარეთ DS ქმნის და ახორციელებს ეფექტურ უსაფრთხოების პროგრამებს, ყველა იმ თანამშრომლის დაცვის მიზნით, რომლებიც მუშაობენ აშშ დიპლომატიურ მისიებში მთელს მსოფლიოში. შეერთებულ შტატებში, ბიურო იცავს სახელმწიფო მდივანს, აშშ ელჩს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და ყველა უცხოელ გამოჩენილ პირს (სახელმწიფოების მეთაურების გარდა) რომლებიც ვიზიტად იმყოფებიან შეერთები\ულ შტატებში. DS ქმნის და ახორციელებს უსაფრთხოების პროგრამებს, რათა დაიცვას 90-ზე მეტი სახელმწიფო დაპარტამენტის კუთვნილებაში არსებული ნაგებობა, ისევე როგორც სახელმწიფო მდივნის საცხოვრებელი.

DS იკვლევს პასპორტისა და ვიზის გაყალბების შემთხვევებს, აწარმოებს გამოძიებას მომსახურე პერსონალთან დაკავშირებით და გასცემს უსაფრთხოების ვიზებს. ბიურო აგრეთვე ეხმარება აშშ-ში მდებარე უცხოეთის საელჩოებსა და საკონსულოებს მათი უსაფრთხოების დაცვაში. და კიდევ, DS ადმინისტრირებას უწევს სამართლისათვის ჯილდოს პროგრამას (Rewards for Justice Program) ეს არის აშშ მთავრობის ერთერთი ყველაზე უფრო ღირებული აქტივი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ავტორი

აშშ არმიის ინჟინერთა კორპუსი

აშშ არმიის ინჟინერთა კორპუსი (USACE ) არის ფედერალური სააგენტო, რომელიც  დაქვემდებარებულია აშშ თავდაცვის დეპარტამენტსა და უმაღლესი არმიის სარდლობას. იგი აერთიანებს 36,500 სამოქალაქო და სამხედრო პერსონალს, ქმნის რა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საზოგადოებრივ საინჟინრო, საპროექტო და სამშენებლო ხელმძღვანელ სააგენტოს. 1802 წელს USACE E ჩამოყალიბდა როგორც არმიის ცალკე განყოფილება. აშშ არმიის ინჟინერთა კორპუსის სათაო ოფისი მდებარეობს ვაშინგტონში. USACE ჩართულია ფართო საინჟინრო საქმიანობაში მსოფლიოს გარშემო. ჩვენი მიზანია გავწიოთ საციცოცხლო სამოქალაქო და სამხედრო საინჟინრო სერვისები; პარტნიორობა მშვიდობისა და ომის დროს რომ გავაძლიეროთ ჩვენი ერის უსაფრთხოება, გავაძლიეროთ ეკონომიკა და შევამციროთ უბედური შემთხვევების რისკები. აშშ არმიის ინჟინერთა კორპუსი გეოგრაფიულად დაყოფილია რვა მუდმივ დივიზიად. Yყოველ დივიზიაში არის რამდენიმე რეგიონი.

აშშ არმიის ინჟინერთა კორპუსი (USACE ) კავკასიის საპროექტო ოფისი მიეკუთვნება ევროპის რეგიონს; იგი დაარსებულია 2002 წელს. როგორც საპროექტო/სამშენებლო სააგენტო აშშ არმიის ინჟინერთა კორპუსი უზრუნველყოფს ამერიკის საელჩოს დახმარების პროექტების განხორციელებას საქართველო, სომხეთსა და აზერბაიჯანში; ინფრასტრუქტურის მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფს პროექტების მართვას დამკვეთათვის. USACE ეხმარება თავის დამკვეთებს გადაჭრან ინჟინრული საკითხები, დახმარებას უწევს დაგეგმარება-პროექტირებით, ინფრასტრუქტურის მოთხოვნებისა და გარემო პირობების შესაბამისი მშენებლობით. დამკვეთები არიან საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიურო; აშშ ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური; ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამა, აშშ სააგენტო საერთაშორისო განვითარებისათვის.

საქმით და არა სიტყვით, ვაშენებთ მყარად!

ავტორი

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი

2005 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის კავკასიის სოფლის მეურნეობის განვითარების ინიციატივამ განახორციელა 13,5 მილიონი აშშ დოლარის ტექნიკური დახმარება საქართველოსთვის თავისუფლების მხარდამჭერი აქტის ფონდიდან.

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა 2013 ფისკალურ წელს მიიღო 740,000 აშშ დოლარი. პროგრამის მიზნებს წარმოადგენს გლობალურ სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე საქართველოს ინტეგრაციის ზრდას სოფლის მეურნეობის პროფილის მქონე სამოქალაქო ინსტიტუტების მდგრადი შესაძლებლობების ჩამოყალიბებით; აგრეთვე, დაეხმაროს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის სექტორისთვის შეთავაზებული სერვისების რეფორმირებით.

ავტორი

აშშ-ს ხაზინა უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას საქართველოს შემოსავლების სამსახურისათვის

2012-2014 წლებში, საქართველოში ამერიკის ხაზინის ტექნიკური დახმარების ოფისის შემოსავლების მრჩეველთა პროგრამის მისია განხორციელდა. მისიის მიზანი იყო შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, სტრუქტურის დახმარება თანამედროვე  და ეფექტიანი საგადასახადო ადმინისტრაციის შექმნაში. აქცენტი გაკეთდა აუდიტორთა სწავლებაზე თუ როგორ განახორციელონ საგადასახადო შემოწმება. აღნიშნული ძალისხმევა მოიცავდა საკლასო ტრენინგებს, სამუშაო ადგილას პრაქტიკულ ტრენინგებსა და პირისპირ დახმარებას. გარდა რეზიდენტი მრჩევლის/პროექტის მენეჯერის დახმარებისა, პროექტის ფარგლებში ბევრი მოკლევადიანი ექსპერტი ჩამოვიდა, რათა შემოსავლების სამსახურისათვის გაეწია მხარდაჭერა  სხვა ფუნქციების განხორციელებაში, როგორიცაა ადამიანური რესურსები, ხარისხის მიმოხილვა, აპელაციები, ალკოჰოლი და თამბაქოს აქციზის გადასახადები, გადამხდელის შერჩევის პროცესები, საბაჟო და აუდიტის მართვა. 2014-2015 წლებში, აქცენტი გადავიდა საბაჟო პროცესებზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს საზღვრების დაცვა და ეფექტიანი და წარმატებული საბაჟო ადმინისტრაციის შექმნა.

დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ტექნიკური დახმარების ოფისის ვებ-გვერდს: http://www.treasuryota.us/

ავტორი

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID

USAID-ი პასუხისმგებელია აშშ-ის ეკონომიკურ დახმარებაზე მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნებისადმი.

ფედერალური სააგენტო, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) პასუხისმგებელია აშშ-ის ეკონომიკურ დახმარებაზე მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნებისადმი. იგი ქვეყნებს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში, სტიქიური კატასტროფების შემდგომ რეგენერაციაში და სიღატაკის დაძლევაში ეხმარება. სააგენტო დაფუძნებულია ვაშინგტონში, მისი ოფისები მთელს მსოფლიოშია განთავსებული და ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა მიერ ფინანსდება. USAID-ი პროგრამათა კოორდინირების მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო დეპარტამენტთან და სახემლძღვანელო მითითებებს იღებს და მოხსენებებს აბარებს სახელმწიფო მდივანს.

USAID-მა საქართველოში მუშაობა 1992 წელს დაიწყო და მას შემდეგ განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარებისათვის 1 მილიარდზე მეტი აშშ დოლარი გაიღო. საქართველოში სააგენტოს მიზანია დემოკრატიის მშენებლობა, რეგიონალური სტაბილურობის, ეკონომიკური ზრდისა და ჯანდაცვის სერვისების ხელშეწყობა. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში,USAID-ის პროგრამები მიმართული იქნება ახალი ღირებულებების ხელშეწყობისკენ, რათა მოქალაქეები პასუხისმგებელნი და ანგარიშვალდებულნი იყვნენ საკუთარი ქვეყნის წინაშე. ოთხი გრძელვადიანი გეგმა მიმართულია ეკონომიკურ განვითარებაზე, ენერგეტიკის სექტორის რეფორმაზე, დემოკრატიასა და მმართველობაზე, სოციალური და ჯანდაცვის სერვისების განვითარებაზე.

USAID საქართველოს ვებ-გვერდზე გადასასვლელად მიყევით ბმულს

ავტორი

მშვიდობის კორპუსი

მშვიდობის კორპუსი 1961 წელს  დაარსდა პრეზიდენტ ჯონ კენედის მიერ  და მიზნად ისახავს ამერიკელებსა და სხვა ხალხებს შორის ურთიერთგაგებისა და მეგობრობის გაღრმავებასა და  ხელშეწყობას. მშვიდობის კორპუსი ყოველთვის ცდილობს მოერგოს  დროის მოთხოვნებსა  და მუდმივ ცვალებადობაში მყოფ სამყაროს, მაგრამ ურყევია მისი  თავდაპირველი სამი მიზანი:

  1. დაინტერესებული ქვეყნების დახმარება კვალიფიციური ადამიანური რესურსების უზრუნველყოფით.
  2. დაინტერესებული ქვეყნების ხალხების  მიერ  ამერიკელების უკეთ გაცნობა მშვიდობის კორპუსის მოხალისეების მეშვეობით.
  3. სხვა ხალხების უკეთ გაცნობა ამერიკელების მიერ.

მშვიდობის კორპუსის მოხალისეები უშუალოდ მუშაობენ სკოლებთან, თემებთან, მცირე ბიზნესებთან და საზოგადოების რიგით წევრებთან, რათა ადგილობრივ დონეზე განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით  მოძებნონ  პრობლემების გადაჭრის მდგრადი გზები სოფლის მეურნეობის ეკონომიკურ განვითარების, განათლების, გარემოს, ჯანმრთელობის და ახალგაზრდობის განვითარების სფეროში. როდესაც ისინი შინ ბრუნდებიან, უკან , ამერიკის შეერთებულ შტატებში  მიაქვთ საკუთარი ცოდნა და  გამოცდილება – და გლობალური მსოფლმხედველობა – ,რითიც მათ გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრებას  ამდიდრებენ.

საქართველომ მშვიდობის კორპუსის მოხალისეების  პირველი ჯუფი 2001 წელს მიიღო ინგლისური ენის სწავლების პროექტში. ამერიკელ მოხალისეთა ჯგუფი ყოველწლიურად ჩამოდის საქართველოში. ისინი ქართულ მასპინძელ ოჯახებში ცხოვრობენ  და ქართველ პარტნიორებთან ერთად მუშაობენ. საქართველოს მშვიდობის კორპუსი სამ ძირითად  სფეროში  ახორციელებს პროექტებს და ოთხი  ძირითადი მიმართულებით მუშაობს საქართველოს ათ რეგიონში: აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი და შიდა ქართლი

2001 წლიდან  700-ზე მეტმა მოხალისემ იმსახურა  საქართველოში. ისინი  თემის წევრებსა და   კოლეგებს გადასცემდნენ თავიანთ უნარ–ჩვევებს და მათგანაც იძენდნენ მას, უზიარებდნენ ქართველ კოლეგებსა და თემის წევრებს  ამერიკულ კულტურას და ამერიკაში დაბრუნებისას ქართული კულტურის ნაწილიც  მიჰქონდათ თან. ამჟამად,  120-ზე მეტი მოხალისე მსახურობს საქართველოში.

პროექტები

 

ინგლისური განათლება (2001 წლიდან)

ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარება (2004 წლიდან)

მხარდაჭერის პროგრამა (2010 წლიდან)

ძირითადი  მიმართულებები

გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება

ახალგაზრდები და მოხალისეობა

ტექნოლოგია განვითარებისთვის

ჯანსაღი ცხოვრების წესი