სენატორები შაჰინი და დურბინი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ
შეერთებული შტატები აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორების მნიშვნელოვან წვლილს, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და თანამოქალაქეების უფლებების დასაცავად. სენატორები, შაჰინი და დურბინი, შეხვდნენ მნიშვნელოვან პარტნიორებს იმ წვლილის განსახილველად, რაც მათ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებასა და წარმატებული ევროპული მომავლის ხელშეწყობაში მიუძღვით.