სენატორები შაჰინი და დურბინი პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს შეხვდნენ
სენატორები შაჰინი და დურბინი პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს შეხვდნენ
სენატორები შეხვდნენ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს, რათა განეხილათ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყნების ინტერესების წინ წაწევა და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე აშშ-ის კონგრესის უწყვეტი ფოკუსი. მათ ხაზი გაუსვეს პრემიერმინისტრის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რომელიც ევროპული კომისიის 12 პუნქტის შესრულებაზე გადის.