ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები საქართველოს სტუმრობენ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მხარდასაჭერად (20 ივნისი)

20-21 ივნისს აშშ-ის სამთავრობო მოხელეები ესტუმრებიან საქართველოს, რათა მონაწილეობა მიიღონ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სამუშაო ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრაში, რომლის მიზანიც ჯგუფის მიერ 2015 წლის ნოემბერში ვაშინგტონში დასახულ მიზნებზე მიღწეული პროგრესის განხილვაა.

აშშ-ის მხრიდან სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებენ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია. სამუშაო შეხვედრაზე მათ შეუერთდებიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე რობერტ ბერშინსკი და ალინა რომანოვსკი, ევროპასა და ევრაზიაში აშშ-ის დახმარების კოორდინატორი. შეხვედრას აშშ-ის მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

სტრატეგიული პარტნიორობის კომისია წარმოადგენს უმთავრეს, ორმხრივ სტრატეგიულ დიალოგს, რომლის დანიშნულებაც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და, ჩვენი საერთო მიზნის, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. კომისია ყურადღებას ამახვილებს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე  დემოკრატიის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგის, ხალხთა შორის ურთიერობისა და კულტურული გაცვლის სფეროებზე.

საქართველოში ყოფნისას აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები სხვადასხვა პარტნიორთან ცალკეულ შეხვედრებსაც გამართავენ, რათა განიხილონ აშშ-ის მთავრობის დახმარება დემოკრატიისა და მმართველობის სფეროებში.