სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ამერიკული ბუქმობილი და დევნილთა დასახლებებში მოქალაქეთა უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია ინახულა (6 აპ

IMG_06266 აპრილს ბენჯამინ ზიფი, სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, წეროვნის დევნილთა დასახლებაში აშშ-ის საელჩოს ბუქმობილს – მოძრავ ბიბლიოთეკას ესტუმრა. ის წეროვნელ ახალგაზრდებსა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებს შეხვდა; აგრეთვე ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს დევნილთა ინტეგრაციის საკითხებზე ესაუბრა. ზიფმა მოსწავლეებისათვის ამერიკელი თინეიჯერებისა და ახალგაზრდების შესახებ პრეზენტაცია გამართა. მოძრავ ბიბლიოთეკას აშშ-ის საელჩო აფინანსებს. მის მუშაობას კი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს და ბიბლიოთეკა დევნილთა სხვა და სხვა დასახლებებში დააქვს.