ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები საქართველოს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მხარდასაჭერად ეწვევიან (22 მაისი)

ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები საქართველოს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მხარდასაჭერად ეწვევიან (22 მაისი)

22-26 მაისს საქართველოს ესტუმრებიან აშშ-ის სამთავრობო მოხელეები, რათა მონაწილეობა მიიღონ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომიის სამუშაო ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრაში. ვიზიტის მიზანია 2016 წლის 21 ივნისს თბილისში გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ დასახული მიზნების პროგრესის შეფასება და განხილვა.

აშშ-ის მხრიდან სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებენ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ბრიჯიტ ბრინკი და  სკოტ ბასბი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებათა და შრომის ბიუროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე. სამუშაო შეხვედრაზე მათ შეუერთდებიან მარგო ელისი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ადმინისტრატორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი და  კეტრინ ნიუკომბი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის რეგიონული დირექტორი.

სტრატეგიული პარტნიორობის კომისია წარმოადგენს უმთავრეს, ორმხრივ სტრატეგიულ დიალოგს, რომლის დანიშნულებაც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და, ჩვენი საერთო მიზნის, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. კომისია ყურადღებას ამახვილებს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგიის, ხალხთა შორის უერთიერთობისა და კულტურული გაცვლის სფეროებზე.

საქართველოში ყოფნისას აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები შეხვდებიან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯრომარე ირაკლი კობახიძეს, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ აშშ-ის მთავრობის დახმარება დემოკრატიისა და მმართველობის სფეროებში.