ელჩი კელის კომენტარი სპეციალიზებული ოჯახური ტიპის საბავშვო ცენტრის გახსნაზე (29 მარტი)

აშშ-ის ელჩი კელი სპეციალიზებული ოჯახური ტიპის საბავშვო ცენტრის გახსნაზე. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
აშშ-ის ელჩი კელი სპეციალიზებული ოჯახური ტიპის საბავშვო ცენტრის გახსნაზე. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

ელჩი კელის კომენტარი სპეციალიზებული ოჯახური ტიპის საბავშვო ცენტრის გახსნაზე (29 მარტი)


კითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით

ელჩი კელი:

ეს არის საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი პარტნიორი არის UNICEF-ი. მოხიბლული დავრჩი, როგორც ცენტრის გარეგნული მხარით, ისევე იმ ადამიანების მიერ ბავშვების მიმართ გამოხატული სიყვარულითა და მზრუნველობით, რომლებიც თერაპიას ატარებენ. ჩვენ ამ პროგრამის გასაფართოებლად საქართველოსთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ, რათა ინსტიტუციებში მცხოვრებ ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება ასეთი ტიპის ოჯახურ გარემოში იცხოვრონ.