An official website of the United States government
Official websites use .gov
A .gov website belongs to an official government organization in the United States.
Secure .gov websites use HTTPS
A lock (
) or https:// means you’ve safely connected to the .gov website. Share sensitive information only on official, secure websites.
თბილისში აშშ-ს საელჩოში გადაუდებელი შეხვედრის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ პასპორტისა და მოქალაქეობის იმ სერვისებისთვის რომლისთვისაც აუცილებელია განმცხადებლის საელჩოში ვიზიტი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ გადაუდებელი შეხვედრების რაოდენობა შეზღუდულია.
ბავშვთა საერთაშორისო გატაცება არის ბავშვის მეურვის უფლებების დარღვევით მისი რეზიდენტობის ქვეყნიდან უცხო ქვეყანაში გაყვანა
სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ის საელჩოებისა და საკონსულოების ერთ ერთი პრიორიტეტია პატიმრობაში მყოფი აშშ-ს მოქალაქეებისთვის დახმარბის გაწევა. სახელმწიფო დეპარტამენტი ცდილობს უზრუნველყოს სამართლიანი და ჰუმანური მოპყრობა საზღვარგარეთ მყოფი აშშ-ს მოქალაქეების მიმართ. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ პატიმრობაში მყოფ მოქალაქეებს და მათ ოჯახებს ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
როდესაც აშშ-ის მოქალაქე იღუპება საზღვარგარეთ, საკონსულო საქმეთა ბიურო ეხმარება მის ოჯახს და მეგობრებს. საკონსულო საქმეთა ბიურო ცდილობს დაადგინოს და აცნობოს ოჯახის ახლობლებს აშშ-ის მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო სამსახური მოგაწვდით ინფორმაციას თუ როგორ შეიძლება ადგილობრივი დაკრძვალვის ან გარდაცვლილის შეერთებულ შტატებში გადასვენება. ნეშთის განკარგვის პროცედურა ექვემდებარება აშშ-ს და ადგილობრივ კანონებს. ადგილობრივი ქვეყნის კანონები ხშირად ძალიან განსხვავდება აშშ-სგან.
როდესაც აშშ-ის მოქალაქე საზღვარგარეთ დანაშაულის მსხვერპლი ხდება მან შეიძლება განიცადოს ფიზიკური, ემოციური ან ფინანსური ზარალი. სიტუაცია უფრო რთულია მაშინ როდესაც მსხვერპლი იმყოფება მისთვის უცნობ გარემოში და შეიძლება არ იცოდეს ადგილობრივი ენა და წესები.
გადაუდებელი ფინანსური დახმარება
ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ https://travel.state.gov/content/travel/en/international-travel/emergencies/emergency-financial-assistance.html
საკონსულო საქმეთა დეპარტამენტი არის სახელმწიფო დეპარტამენტის სახე მილიონობით ადამიანისთვის მსოფლიოში. ჩვენ მოქალაქეებს ვთავაზობთ ბევრ სერვისს რომელთაგანაც ყველაზე ხშირად მოთხოვნადი ჩამოთვლილია ქვემოთ.
აშშ-ს მოქალაქეებს საზღვარგარეთ შეუძლიათ განაცხადი შეიტანონ ან განაახლონ პასპორტები
თუ თქვენ ცხოვრობთ საქართველოში და გაქვთ შეკითხვები სოციალური დაცვის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ სერვისებთან დაკავშირებით, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ შესაბამის ფედერალური ბენეფიტების განყოფილებას. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს. სოციალური დაცვის ადმინისტრაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს. For comprehensive information on SSA’s services abroad, please visit SSA’s webpage Service Around the World. If you are already receiving SSA benefits payments, there will be no change in the method of distribution of those payments.
ვეტერანებს შეღავათების მიღება შეუძლიათ საზღვარგარეთიდან დისტანციურად Department for Veterans Affairs (VA) www.va.gov ვებ გვერდის მეშვეობით.
თუ თქვენ ხართ აშშ-ის მოქალაქე ან გაქვთ მუდმივი ბინადრობის ნებართვა (მწვანე ბარათი) თქვენ ხართ ვალდებული საზღვარგარეთ ყოფნის დროს ფედერალური საშემოსავლო დეკლარაციის შევსებაზე. თქვენთვის სასარგებლო ინფორმაცია, როგორიც არის ხშირად დასმული კითხვები ან როგორ მიიღოთ ინდივიდუალური გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი შეგიძლიათ მოიძიოთ IRS-ის ვებ გვერდზე. If you are a U.S. government employee working overseas, you cannot claim the Foreign Earned Income Exclusion. For additional information, visit the IRS website.
ქვეყნის გარეთ არსებული აშშ-ს საელჩოები და საკონსულოები სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემის ფუნქციონირებას საზღვარგარეთ რეგისტრაციის პროგრამის მეშვეობით უწყობენ ხელს.
ყველა აშშ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა ელექტრონულად მიიღოს შეუვსებელი ბიულეტენი. იმის მიხედვით, თუ რომელ შტატში გაქვთ ხმის მიცემის უფლება, ბიულეტენი შესაძლოა სხვადასხვა სახით მიიღოთ: ელ-ფოსტით, ფაქსით ან ჩამოტვირთოთ ინტერნეტიდან. დასაწყისისთვის ფედერალური საფოსტო ბარათის განაცხადის (FPCA) შესავსებად გამოიყენეთ ბმული –http://www.FVAP.gov ამობეჭდეთ განაცხადი, ხელი მოაწერეთ მას და უკან გადაუგზავნეთ იგი აშშ-ში არსებულ ადგილობრივ საარჩევნო ორგანოს. საზღვარგარეთ მცხოვრებ აშშ მოქალაქეებს ვურჩევთ განაცხადი ყოველ იანვრის თვეში შეავსონ. ფორმაში მიუთითეთ აგრეთვე თქვენი ელ-ფოსტის მისამართი, რათა პრობლემის არსებობისას საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გაუადვილდეთ თქვენთან დაკავშირება. არ დაგავიწყდეთ ფაქსის ნომრის მითითება იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შტატი ბიულეტენებს მხოლოდ ფაქსის საშუალებით იღებს. ელექტრონული ფორმით მიწოდების მოთხოვნისა და საკუთარი ელ-ფოსტის მისამართისა და ფაქსის ნომრის მითითების შემთხვევაში მიიღებთ შეუვსებელ ბიულეტენს შუალედურ არჩევნებამდე 45 დღით ადრე სპეციალურ და წინასწარ
აშშ-ში მიღებული ახალი კანონი ამარტივებს ხმის მიცემას საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეთათვის ინფორმაცია საზღვარგარეთ მცხოვრებ აშშ მოქალაქეთათვის დაუსწრებლად ხმის მიცემის თაობაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ თავზე არ იღებს პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას შემდეგი პირების ან ფირმების რეპუტაციასთან, პროფესიონალურ შესაძლებლობებთან და მათ მიერ განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირებით. მოცემულ სიაში განთავსება არავითარ შემთხვევაში არ მიუთითებს სახელმწიფო დეპარტამენტის ან აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერაზე. სახელი/გვარები ანბანის მიხედვით არის ჩამოთვლილი და მათ მიმდევრობას სხვა არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება. ინფორმაცია უშუალოდ სერვისის მიმწოდებელთა მიერ არის გადმოცემული. საელჩო არ წარმოადგენს ამგვარი ინფორმაციის მართებულობის გარანტს.
იურიდიული დახმარება სამედიცინო დახმარება ნასამართლეობის შესახებ ცნობ აშშ-ის მოქალაქის დაპატიმრებააშშ საკონსულოს ოფიცერებს საზღვარგარეთ არ გააჩნიათ იურიდიული რჩევის მიცემის, აშშ მოქალაქის აგენტის, იურისტის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირის ფუნქციის შესრულების უფლება. აშშ მოქალაქეები, რომლებიც უცხო ქვეყანაში მოგზაურობენ ან ცხოვრობენ, ამ უკანასკნელის კანონებს და რეგულაციებს უნდა ემორჩილებოდნენ.
საქართველო ხასიათდება შედარებით ჯანსაღი კონტინენტური კლიმატით. შესაბამისად ტროპიკული დაავადებები, როგორიცაა მაგალითად მალარია, საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას არ წარმოადგენს.
ნასამართლევობის შესახებ ცნობები საქართველოში ხელმისაწვდომია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრს გააჩნია მსჯავრდებულთა სარეგისტრაციო ჟურნალისა და ნასამართლევობის ამსახველი ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზები, რომლებიც ვინაობისა და მსჯავრდებულთა თითის ანაბეჭდებსაც მოიცავს.
დაპატიმრების შემთხვევაში თქვენ უნდა სთხოვოთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, დაუყონებლივ შეატყობინონ საკონსულო განყოფილებას. თუმცა, შესაძლოა საკონსულო განყოფილება ვერ დაგეხმაროთ განთავისუფლებაში, რადგან საქართველოში ყოფნისას თქვენ ექვემდებარებით საქართველოს კანონებს, ჩვენ შეგვიძლია თქვენი ინტერესების დაცვა და იმის უზრუნველყოფა, რომ არ მოხდეს თქვენი დისკრიმინაცია.
ამ ნაწილში განხილულია შვილად აყვანის პროცესი, რომელიც სახელმწიფოთაშორისო მასშტაბით ხორციელდება. აღნიშნული პროცესი მრავალფეროვანია, რადგან იგი იმართება იმ ქვეყნების კანონმდებლობით, რომლებშიც შვილის აყვანის მსურველები და ბავშვი ცხოვრობენ (რაც შეერთებული შტატების შემთხვევაში გულისხმობს როგორც ფედერალურ, ასევე შტატის კანონმდებლობას), აგრეთვე იმ სახელმწიფოს კანონებით, რომელშიც კანონიერად ფორმდება შვილად აყვანის ფაქტი. ამასთანავე, თუ ბავშვის სამშობლო ჰააგის შვილად აყვანის კონვენციის წევრია, აუცილებელია ორივე ქვეყნის შესაბამისი პროცედურების შესრულება. მოვლენათა სავარაუდო განვითარების შეფასებისას შვილის აყვანის მსურველებმა ყველა ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ.
დაბადება
ბავშვი რომელიც დაიბადება აშშ-ს ფარგლებს გარეთ და ჰყავს აშშ-ს მოქალაქე მშობელი შეიძლება მიენიჭოს აშშ-ს მოქალაქეობა იმ შემთხვევაში თუ იგი აკმაყოფილებს აშშ-ს მოქალაქეობის გადაცემის კანონმდებლობას. აშშ-ს მოქალაქეებს რომლებთაც აქვთ შვილზე მოქალაქეობის გადაცემის უფლება ვალდებულნი არიან წარადგინონ საკონსულო განაცხადი ბავშვის საზღვარგარეთ დაბადებაზე. მოიტანეთ ყველა დამხმარე საბუთის ასლი (მათ შორის პასპორტის ბიო გვერდის). მოუმზადებელი განმცხადებლები არ დაიშვებიან გასაუბრებაზე და მათ მოუწევთ ახალი გასაუბრების დღის დანიშვნა.
აშშ-ის საელჩოს და საკონსულოს თანამშრომლებს არ შეუძლიათ დაარეგისტრიტონ ქორწინება წყვილებს შორის საზღვარგარეთ. უცხო ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე, ადგილობრივ სამოქალაქო ან სასულიერი პირებს აქვთ უფლებამისილება დააქორწინონ წყვილები. საზღვარგარეთ შესრულებული ქორწინების აქტი ქვეყანაში მოქმედია იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივი კანონის შესაბამისად მოხდა მისი რეგისტრაცია. საზღვარგარეთ შესრულებული ქორწინების აქტის ვალიდურობა დამოკიდებულია იმ ქვეყნის ადგილობრივ კანონებზე სადაც საბუთის გამოყენება უნდა მოხდეს.
თუ გეგმავთ საქართველოში სუროგაციას, ჩვენ აშშ მოქალაქეებს ვურჩევთ დაგვეკონტაქტონ askconsultbilisi@state.gov.
დაგვიკავშირდით: (995 32) 227-7000
არასამუშაო დროს, დაგვიკავშირდით: 032 227-7000
გადაუდებელი დახმარება: (995-32) 227-7000
გადაუდებელი შემტხვევების კონტაქტები მიიღეთ მოგზაურობის შესახებ შეტყობინებები ბავშვთა საერთაშორისო გატაცება აშშ-ის მოქალაქის დაპატიმრება აშშ-ის მოქალაქის გარდაცვალება დანაშაულის მსხვერპლი გადაუდებელი ფინანსური დახმარება