Flag

An official website of the United States government

ნოტარიული მომსახურება
ნოტარიული მომსახურება ხელმისაწვდომია ყველა ეროვნების წარმომადგენლებისთვის გასაუბრების წინასწარი დანიშვნის საფუ

Operating Status During COVID-19 Crisis

ნოტარიული მომსახურება ხელმისაწვდომია ყველა ეროვნების წარმომადგენლებისთვის მხოლოდ გასაუბრების წინასწარი დანიშვნის საფუძველზე. ჩვენს მიერ ნოტარიულად დამოწმებული საბუთი გამოიყენება აშშ-ში, თუმცა არსებობს გამონაკლისი. რამოდენიმე საბუთის ნოტარიულად დამოწმების

მიმოხილვა

Hand signing documentნოტარიული მომსახურება ხელმისაწვდომია ყველა ეროვნების წარმომადგენლებისთვის მხოლოდ გასაუბრების წინასწარი დანიშვნის საფუძველზე. ჩვენს მიერ ნოტარიულად დამოწმებული საბუთი გამოიყენება აშშ-ში, თუმცა არსებობს გამონაკლისი. რამოდენიმე საბუთის ნოტარიულად დამოწმების შემთხვევაში დანიშნეთ მხოლოდ ერთი შეხვედრა. მომსახურების საფასურს $50 იხდით საელჩოში ან საკონსულოში დანიშნული შეხვედრის დღეს, თითოეულ ნოტარიულ აქტზე.

შეხვედრის წინასწარი გზით დასანიშნად დააჭირეთ აქ

გასაუბრების დღეს აუცილებელია:

      • მოიტანეთ სრულად შევსებული, ხელმოუწერელი დასამოწმებლად განკუთვნილი საბუთები.
      • თქვენ ვალდებული ხართ წარადგინოთ სრული საბუთების ნუსხა.
      • სანოტარო მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს $50 თითოეულ სანოტარო აქტზე. გაეცანით და გესმოდეთ სათანადოდ თქვენი დოკუმენტის არსი, რომელიც მოითხოვს ნოტარიულად დამოწმებას.
      • საკონსულოს თანამშრომელი ვერ აგიხსნით თქვენი საბუთის შინაარს.
      • თუ თქვენი საბუთი მოითხოვს მოწმეების დასწრებას, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ამგვარი მოწმეებით უზრუნველყოფაზე. საკონსულოს თანამშრომელს ეკრძალება მოწმის ფუნქციის შესრულება.

გასაუბრების

DS-3053: DS-3053 ფორმის დამოწმება ხდება შემდეგ შემთხვევაში: 16 წლამდე არასრულწლოვანი აშშ-ს მოქალაქის პასპორტის გაცემის დროს. გთხოვთ გადახედოთ DS-3053 ფორმაზე მოცემულ ინსტრუქციებს, სრულად შეავსოთ ყველა მოცემული ველი ფორმაში, იქონიოთ სახელმწიფოს მიერ გაცემული, მოქმედი ფოტოსურათიანი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასლებთან ერთად. აშშ-ის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე საბუთის ნოტარილულად დამოწმება უფასოა.

მინდობილობა (აშშ-ის პასპორტის განაცხადის დროს):  თუ ორივე მშობელი ვერ ახერხებს ფიზიკურად მოსვლას არასრულწლოვანის პასპორტის განახლების დროს, მშობლებს აქვთ საშუალება მესამე პირზე შეადგინონ ბავშვის პასპორტის მიღებაზე თანხმობა, რომელსაც დაამოწმებენ ნოტარიულად. მინდობილობა უნდა შეიცავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას: იხილეთ მაგალითი. გთხოვთ წაარდგინოთ მშობლების მოქმედი ფოტოსურათიანი პირადობის დამადასტურებელი საბუთების ასლები მიდნობილობასთან ერთად. აშშ-ის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე საბუთის ნოტარილულად დამოწმება უფასოა.

აშშ-ის დეპარტამენტის, მუნიციპალური, შტატის ან ფედერალური უწყებების პირდაპირი მოთხოვნით

უცხო ქვეყნის სახელმწიფოს პირდაპირი მოთხოვნით

გაიგეთ მეტი რეკომენდაციების თაობაზე