სენატორებმა შაჰინმა, პორტმანმა და მერფიმ დაასრულეს კონგრესის დელეგაციის ვიზიტი აღმოსავლეთ ევროპაში

ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი–აშშ-ის სენატორმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატიული პარტია, ნიუ-ჰემფშირი), სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსმა წევრმა და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ და აშშ-ის სენატორებმა რობ პორტმანმა (რესპუბლიკური პარტია, ოჰაიო) და კრის მერფიმ (დემოკრატიული პარტია, კონექტიკუტი) აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტი დაასრულეს. ისინი იმყოფებოდნენ ლიეტუვაში, უკრაინასა და საქართველოში, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინათ ერთგულება რეგიონული პარტნიორების მიმართ და მხარი დაეჭირათ დემოკრატიული რეფორმების განმტკიცებისათვის.

სენატორებმა ვიზიტი დაიწყეს ლიეტუვაში, სადაც შეხვდნენ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვიატლანა წიხანოვსკაიას და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრს, გაბრიელუს ლენსბერგისს. შეხვედრაზე მათ იმსჯელეს ლუკაშენკას რეჟიმის მიერ პოლიტიკური ოპოზიციონერების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის სულ უფრო გახშირებულ ფაქტებზე. უკრაინაში სენატორებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის მხრიდან გაძლიერებული აგრესიის წინააღმდეგ დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას. ვიზიტის ბოლოს შაჰინი და პორტმანი საქართველოს ესტუმრნენ, რათა ქართველი ხალხისადმი გამოეხატათ აშშ-ის ორპარტიული სოლიდარობა დემოკრატიული კომპრომისის მისაღწევად გაწეული ძალისხმევისათვის, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაში აისახა.

“მადლიერი ვარ ლიეტუველი, უკრაინელი და ქართველი ხალხისა, რომლებმაც გვიმასპინძლეს და მონაწილეობა მიიღეს სერიოზულ ორპარტიულ დისკუსიაში იმაზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს რეგიონში ძალისხმევა დემოკრატიის განსამტკიცებლად, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის ზრდის ფონზე. მაშინ როდესაც ა.შ.შ აცხადებს, რომ ის რჩება გლობალურ ლიდერად, რომელიც კვლავაც შეუწყობს ხელს დემოკრატიული ღირებულებების განხორციელებას, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების აღდგენა უფრო მნიშველოვანია ვიდრე ოდესმე. -განაცხადა შაჰინმა ” უკრაინა და საქართველო უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მოკავშირეები არიან; მოუთმენლად ველი, დავეხმარო მათ განამტკიცონ დემოკრატია და მიაღწიონ ევრო-ატლანტიკური მიზნებს. ასევე ველი ჩვენი ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელებას ლიეტუვასთან , რომელიც წინა ხაზზე იმყოფება, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს ლუკაშენკას რეჟიმს ბელარუსში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემაშფოთებელი ფაქტების გამო. იმედის მომცემი იყო სვიატლანა წიხონოვსკაიასთან შეხვედრა – მე მჯერა მისი ხედვის, დასრულდეს იმ ადამიანების უკანონო დაკავებები, ვინც ბედავს სიმართლის ლაპარაკს და წერას და შეიქმნას ბელარუსი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა. მე მოუთმენლად ველი ამ დისკუსიების გაგრძლებას მომდევნო კვირას, როდესაც წიხანოვსკაია კონგრესს ესტუმრება და იმედი მაქვს, რომ უკრაინა და საქართველო იქნება დისკუსიის მნიშვნელოვანი თემები ნატოს მოახლოებულ სამიტზე და ბაიდენ-პუტინის შეხვედრაზე.

ამ კვირაში მნიშვნელოვანი საფუძველი შეიქმნა იმისათვის, რომ ჩვენი აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები დაგვერწმუნებინა ჩვენ ორპარტიულ მხარდაჭერაში მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში.

“უკრაინას, ბელარუსსა და საქართველოს აქვთ პოტენციალი, თანმიმდევრული დემოკრატიულიუ რეფორმების ერთგულებით უზარმაზარი შესაძლებლობები შეუქმნან საკუთარ ხალხს. მოხარული ვარ ,რომ ამ კვირის განმავლობაში ვესტუმრე ამ რეგიონს აშშ-ს სენატის ორპარტიული დელეგაციის შემადგენლობაში და ვუჩვენეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის პრეზედენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერის, სვეტლანა წიხანოვსკაიასა და საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ-თქვა პორტმანმა. “შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს სოლიდარობა უკრაინის მიმართ რუსეთის გარე აგრესიის წინააღმდეგ და მხარი დაუჭიროს მის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კორუფციის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბელარუსი ხალხის მხარდაჭერა თავისუფლების, დემოკრატიის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ სწრაფვაში. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს დახმარება 19 აპრილის შეთანხმების წარმატებით შესრულებასა და, ასევე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელებაში. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს უკრაინისა და საქართველოს ნატო-ს სრულ წევრობას. მათი ერთგულება თავისუფალი და დემოკრატიული ღირებულებებისადმი შესაბამისობაშია ნატოსთან და დროა შესრულდეს 2008 წლის ბუქარესტის ხელშეკრულებაში მოცემული დაპირება. ”

“ახლა, როგორც არასდროს აშშ-მ და ჩვენმა მოკავშირეებმა უნდა შექმნან ერთიანი ფრონტი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ვესტუმრეთ სენატორი შაჰინი, სენატორი პორტმანი და მე ამ კვირაში აღმოსავლეთ ევროპას. ჩვენ გამოვხატეთ ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერის სვიატლანა წიხანოვსკაიას მიმართ ვილნიუსში , სადაც მადლობა გადავუხადეთ იმ გაბედული საქმიანობისთვის, რასაც ის და მისი მეგობრები ახორციელებენ ბელარუსში დემოკრატიის აღსადგენად, რაც წაახალისებს მსგავს მოძრაობებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. ჩვენ დავუდასტურეთ ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინას ბოლო პერიოდში აღმოსავლეთის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების გაზრდილი კონცენტრაციის ფონზე – და ვურჩიეთ, წარმატებით გააგრძელონ დემოკრატიული რეფორმები უკრაინაში. რუსეთის ჩარევის საუკეთესო ანტიდოტი დემოკრატიაა და კონგრესის ჩვენმა დელეგაციამ დაუდასტურა ჩვენს ევროპელ მეგობრებრს, რომ აშშ-ის კონგრესი მათი უსაფრთხოების დაცვისა და დემოკრატიული რეფორმების წინსვლის ერთგულია”-განაცხადა მერფიმ.

მომდევნო კვირას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი გამართავს მოსმენას ბელარუსთან დაკავშირებით, რათა გააგრძელოს დისკუსია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ლუკაშენკას რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხზე ადამიანის უფლებათა დარღვევის გახშირებული ფაქტების გამო, მათ შორის სამოქალაქო თვითმფრინავის გატაცებისა და ჟურნალისტ რამან პრატასევიჩის უკანონო დაპატიმრებისა და დაკავების ფაქტზე. მოახლოებულ ნატოს სამიტზე, რომელიც 14 ივნისს გაიმართება, ასევე გამახვილდება ყურადღება უკრაინაში და ბელარუსში განვითარებულ მოვლენებზე და იქნება მსჯელობა ატლანტიკური ალიანსის მომავალზე.