შაჰინის, პორტმენისა და მერფის შეხვედრა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერებთან და მოკლე ვიზიტი უკრაინასა და საქართველოში

(ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი) – აშშ-ის სენატორმა, ჯინ შაჰინმა (დემოკრატიული პარტია – ნიუ-ჰემფშირი), რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის უფროსი წევრი და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა, განცხადება გააკეთა, რომ სენატორ რობ პორტმანთან (რესპუბლიკური პარტია – ოჰაიო) და კრის მერფისთან (დემოკრატიული პარტია – კონექტიკუტი) ერთად შემდეგ კვირას კონგრესის ორპარტიულ დელეგაციას გაუძღვება აღმოსავლეთ ევროპაში, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს ამერიკის შერტებული შტატების პარტნიორებისადმი ერთგულება. ლუკაშენკას რეჟიმის მიერ პოლიტიკური ოპოზიციონერების მიმართ ადამიანის უფლებების სულ უფრო მზარდი დარღვევების ფონზე, რომელთა შორისაა სამოქალაქო თვითმფრინავის გატაცება ჟურნალისტ რამან პრატასევიჩის უკანონოდ დაკავებისა და დაპატიმრების მიზნით, სენატორები გაემგზავრებიან ლიეტუვაში ბელარუსის ოპოზიციის ლიდერ სვეტლანა ტიხანოვსკაიასა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელუს ლანდსბერგისთან შესახვედრად. უკრაინაში სენატორები დემოკრატიის განსამტკიცებელი რეფორმების გაგრძელებას დაუჭერენ მხარს და სოლიდარობას გამოხატავენ უკრაინის მიმართ, რომელიც კვლავ რუსეთის მზარდი აგრესიის პირისპირ რჩება. შაჰინი და პორტმანი ეწვევიან საქართველოს, რათა ჩაიტანონ ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარში უდგას საქართველოს ხალხს ქვეყანაში დემოკრატიის გასაძლიერებლად.

„რუსეთის მზარდი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინა და საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ვუჩვენოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელ და ქართვლ ხალხს და გავამხნევოთ პოლიტიკური ლიდერები, გააგრძელონ აუცილებელი რეფორმები, რაც გააძლიერებს დემოკრატიას მათ ქვეყნებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინასა და საქართველოს მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში. ამერიკის შეერთებული შტატები მოწადინებულია, ხელი შეუწყოს ნატოსა და ევროკავშირის წევრობის რეალობად ქცევას”, განაცხადა შაჰინმა. ეს ორპარტიული ვიზიტი არის ნათელი გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების აღდგენის ერთგული რჩება და კვლავაც ადასტურებს მის გლობალურ ლიდერობას დემოკრატიული ფასეულობების განსამტკიცებლად. ამიტომ მოუთმენლად ველი კონსულტაციებს ლიეტუვასთან, ჩვენ წინა ხაზის მოკავშირესთან და ამიტომაც განსაკუთრებით ვაფასებ შესაძლებლობას, შევხვდე სვეტლანა ტიხანოვსკაიას, და გავუმეორე ამერიკის შეერთებული შტატების სასტიკი საყვედური ბელარუსში ლუკაშენკას მიერ ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევების გამო, რაც წინა კვირას გადაიზარდა ჟურნალისტ რამან პრატასევიჩის უკანონო დაკავებასა და დაპატიმრებაში. მე მოუთმენლად ველი, პირადად დავუდასტურო ბელარუს ხალხს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა მათ მოთხოვნაში, ჰყავდეთ ანგარიშვალდებული მთავრობა და გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი, დასრულდეს ძალაუფლების ასეთი საზარელი გადამეტება და ნატომ და ევროპელმა მოკავშირეებმა ლუკაშენკას პასუხი აგებინონ.

„ვამყობ იმით, რომ ამ მნიშვნელოვან მოგზაურობაში აღმოსავლეთ ევროპაში მეც ვუერთდები ჩემს კოლეგებს”. – განაცხადა პორტმანმა. „სწორია, რომ ჩვენ ვიზიტს ვიწყებთ სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან შეხვედრით, რათა გამოვხატოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა ბელარუსი ხალხის მიმართ, რომელსაც თავისი ქვეყნისათვის თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი სურს. გასულ კვირას სამოქალაქო თვითმფრინავის იძულებით დასმა და ჟურნალისტ რამან პრატასევიჩის დაპატიმრება არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და მოვუწოდებ ამერიკის შერთებულ შტატებს და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ პასუხისმგებელი პირების მიმართ სწრაფად მიიღონ ზომები საერთაშოისო სანქციების სახით. მოუთმენლად ველი უკრაინისა და საქართველოს მაღალ ოფიციალურ პირებთან შეხვედრას, რათა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს დავუდასტუროთ ჩვენი ერთგულება. ეს ორივე ქვეყანა რუსეთის მხრიდან მძიმე საგარეო გამოწვევების წინაშე დგას და მოწადინებულია, გაატაროს მნიშვნელოვანი საშინაო რეფორმები, რაც ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერისთვის გადამწყვეტი ფაქტორია”.

„მე მოუთმენლად ველი, შევუერთდე ამ მნიშვნლოვან დელეგაციას უკრაინასა და ლიეტუვაში რათა მხარი დავუჭირო დემოკრატიას აღმოსავლეთ ევროპაში. წინა კვირას ლუკაშენკას მიერ ჟურნალისტის დასაპატიმრებლად სამოქალაქო თვითმფრინავის თავხედური გატაცების შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა დადგეს ბელარუსის დემოკრატიის მხარდამჭერი მოძრაობის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას გვერდით. ამასთან, მაშინ, როდესაც რუსული სამხედრო ძალები კვლავ თავმოყრილია უკრაინის საზღვართან, ეს არის კრიტიკული მომენტი, როდესაც საჭიროა, ამერიკის კონგრესმა კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და გააგრძელებს უსაფრთხოების სფეროში საჭირო დახმარების უზრუნველოფას, რათა უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა. ამასთან ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ თავდაცვის საუკეთესო გზა ძლიერი და მტკიცე დემოკრატიაა. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების დღის წესრიგის სტიმულირებას. მოუთმენლად ველი შეხვედრას ორივე ქვეყნის ანტიკორუფციულ და პროდემოკრატიულ აქტივისტებთან, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე არიან”. – განაცხადა მერფიმ.

ვიზიტის დროს სენატორები შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის პარლამენტში მყოფ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. უკრაინაში სენატორები შეხვდებიან პრესის წარმომადგენლებს, რომ ხაზი გაუსვან ანტიკორუფციული ძალისხმევის ხელშეწყობის გადაუდებელ საჭიროებას და თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებას.
ვიზიტის შესახებ დამატებითი დეტალები ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს დღეებში.