სენატორი შაჰინი სენატორ პორტმანთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად და დემოკრატიის რეფორმების განხორციელების მხარდასაჭერად საქართველოს

სენატორი შაჰინი სენატორ პორტმანთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად და დემოკრატიის რეფორმების განხორციელების მხარდასაჭერად საქართველოს ეწვია

(ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი) – აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია, ნიუ-ჰემფშირი), სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრი და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორ რობ პორტმანთან (რესპუბლიკური პარტია, ოჰაიო) ერთად საქართველოს აღმოსავლეთ ევროპაში ორპარტიული დელეგაციის ვიზიტის ბოლოს ეწვია. ისინი შეხვდნენ პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, რათა ემსჯელათ, თუ რა გზით შეუძლია აშშ-ს მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიის ხედვას 19 აპრილის შეთანხმების განხორციელების ჭრილში. მათ ასევე მოინახულეს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი.

„მოხარული ვარ დღევანდელი ნაყოფიერი, ორპარტიული მსჯელობით საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების შესაძლებლობებზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და პარლამეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან,”-განაცხადა შაჰინმა. „მჯერა, რომ არსებობს მტკიცე გადაწყვეტილება აპრილის შეთანხმებაში გაწერილი დემოკრატიული მიზნების შესასრულებლად, რაც ქართველი ხალხისთვის უფრო ნათელი და უსაფრთხო მომავლის შექმნას ემსახურება. უნდა გაგრძელდეს ინტენსიური მუშაობა კომპრომისზე, ძლიერი და ეფექტიანი სამოქალაქო საზოგადოების მისაღწევად, რასაც საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ. აშშ სოლიდარობას უცხადებს ჩვენს რეგიონულ პარტნიორებს ამ ძალისხმევაში. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პოლიტიკურ ბედს მნიშველოვანი გავლენა აქვს დემოკრატიის მდგომარეობაზე რეგიონსა და მსოფლიოში. მადლობელი ვარ სენატორი პორტმანის პარტნიორობისთის, ქართველის ხალხის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის უზრუნველყოფაში. როგორც ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, გავაგრძელებ დემოკრატიული ინსტიტუტების განსამტკიცებელი რეფორების მხარდაჭერას.

კვირის დასაწყისში სენატორები სენატორ კრის მერფისთან (დემოკრატიული პარტია, კონექტიკუტი) ერთად ბელარუსის ოპოზიციის ლიდერ სვეტლანა წიხანოვსკაიას შეხვდნენ
ლიეტუვაში და ლუკაშენკას რეჟიმის მიერ პოლიტიკური ოპოზიციონერების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის სულ უფრო გახშირებული ფაქტები განიხილეს. მათ შორის, ბოლო პერიოდში სამოქალაქო თვითმფრინავის გატაცება ჟურნალისტ რამან პრატასევიჩის უკანონოდ დაკავებისა და დაპატიმრების მიზნით. სენატორები ასევე შეჩერდნენ უკრაინაში და შეხვდნენ სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სადაც განიხილეს კორუფციის საწინააღმდეგო ძალისხმევის განმტკიცების გზები და დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის გაძლიერება.