რეგისტრაცია კოსმოსური ჰაკათონისთვის დაიწყო! (18 ოქტომბერი)

რეგისტრაცია კოსმოსური ჰაკათონისთვის დაიწყო! (18 ოქტომბერი)

 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სიამაყით აცხადებს, რომ 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით კოსმოსური ჰაკათონი იწყება. ჰაკათონის მთავარი მიზანი კოსმოსთან დაკავშირებული ახალი იდეების და მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდების წახალისებაა.

ჰაკათონის ჟიურის თავმჯდომარე ნასას ასტრონავტი ქალი, ჰაიდი ფაიფერი იქნება, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული 2 კოსმოსურ მისიაში – Atlantis და Endeavour. კოსმოსში გატარებული აქვს 27 დღეზე მეტი, ღია კოსმოსში – 33 საათი.

ჰაკათონის მთავარი თემა მარსის კოლონიზაციაა. 1 შაბათ-კვირას გამართულ კურსის ფარგლებში, მონაწილეები შეეცდებიან, მისია წითელ პლანეტაზე აქციონ რეალურად. გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება ნიდერლანდებში, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მუზეუმის, Space Expo-ს სანახავად. მეორე და მესამე ადგილის მფლობელები საჩუქრად მიიღებენ სხვადასხვა საჩუქრებსა და პრიზებს.

ჰაკათონი 1-3 დეკემბერს გაიმართება ფაბრიკასა და ამერიკულ კუთხეში. მონაწილეობის მსურველებს დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის შეუძლიათ ეწვიონ ვებგვერდს demlab.ge/space

კოსმოსური ჰაკათონის მთავარი სპონსორია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია. ჰაკათონის პარტნიორებს შორის ასევე არიან: თიბისი ბანკი, ჯეოსელი, ჯიპიაი ჰოლდინგი, ალტაოქეი, ორიენტ ლოჯიკი, ტირაჟი და ედისონი.

საკონტაქტო პირი – ნინო ბოჯგუა, პროექტის მენეჯერი
ტელ: +9955 77 19 14 17
Email: niniko.bojgua@gmail.com