
Woman with personal protective equipment in Akhaltskhikhe clinic

Woman with personal protective equipment in Akhaltskhikhe clinic
2018 წლიდან ამერიკის საელჩოს სამოქალაქო მხარდაჭერის სამსახური (CMSE) თანამშრომლობს დემოკრატ ქალთა საზოგადოებასტან (DWO), რომელიც ახალციხის ქალთა ჯანმრთელობის კლინიკას ხელმძღვანელობს. კლინიკის ძირითადი მიზანია ქალთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კიბოს სკრინინგი. COVID-19 გავრცელების შემდეგ, კლინიკაში ვიზიტორთა რაოდენობა 20 პროცენტით გაიზარდა. მომატებული სამუშაო დატვირთვის გამო, კლინიკის შეფერხების გარეშე ფუნქციონირების გაგრძელებისთვის კლინიკამ CMSE-ს დახმარებისთვის მიმართა, კერძოდ, პირადი ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებების მოთხოვნით. აღნიშნული თხოვნის საპასუხოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია „Spirit of America”-მ კლინიკას $1100 დოლარის ღირებულების პირადი ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები გადასცა, რაც დაეხმარება კლინიკას, შეუფერხებლად გააგრძელოს თავისი საქმიანობა და COVID-19-ის საპასუხო რეაგირება.
დაგვიკავშირდით: (995 32) 227-7000
არასამუშაო დროს, დაგვიკავშირდით: 032 227-7000
გადაუდებელი დახმარება: (995-32) 227-7000
გადაუდებელი შემტხვევების კონტაქტები მიიღეთ მოგზაურობის შესახებ შეტყობინებები ბავშვთა საერთაშორისო გატაცება აშშ-ის მოქალაქის დაპატიმრება აშშ-ის მოქალაქის გარდაცვალება დანაშაულის მსხვერპლი გადაუდებელი ფინანსური დახმარება