ელჩი შეხვდა სპორტის მოწვეულ სტუმართა პროგრამის მონაწილეებს (8 თებერვალი)

ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
ელჩი იან კელი სპორტის მოწვეულ სტუმართა პროგრამის მონაწილეებთან ერთად
ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე დემიენ უომპლერი პროგრამის მონაწილეებთან ერთად

საქართველო NBA All-Stars-ის თამაშზე მიდის! ელჩი კელი შეხვდა 8 გოგონას, რომელიც ამერიკაში ერთკვირიან საკალათბურთო ბანაკში მიემგზავრება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული, ამ გაცვლითი პროგრამის ბოლოს, მონაწილეები, რომლებიც ეთნიკური ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, ქისტები და იძულებით გადაადგილებული პირები არიან, ახალ ორლეანში NBA All-Star თამაშის საყურებლად გადაფრინდებიან.