სახელმწიფო იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები საქართველოში პირველ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას ეწვივნენ (20 ივნისი)

ორშაhalfwayბათს, 20 ივნისს საქართველოში პირველ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას ეწვივნენ სახელმწიფო დეპარტმენტის ევროპისა და აზიის ქვეყნების პროგრამების კოორდინატორი, ალინა რომანოვსკი და იუსტიციის დეპარტამენტის პროკურატურის განვითარების მხარდაჭერისა და სწავლების საერთშორისო ოფისის ევრაზიის ქვეყნების რეგიონალური დირექტორი, კეტრინ ნიუკომბი. დაწესებულება სამი წელია ფუნქციონირებს და ოფიციალურად თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებად მოიხსენება. ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს მსგავსი ცენტრი, რომელიც  მსჯავრდებულის თავისფულებისათვის მომზადებას ემსახურება. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს  ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო მხარს უჭერს საპატიმრო სასჯელის  ამ ტიპის ალტერნატივას მუდმივი მრჩევლისა და პროფესიული კურსებისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფით. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო გეგმავს არსებული დაწესებულების გარდაქმნას გათავისულებისათვის მოსამზადებელ ცენტრად, სადაც, შესაძლოა, მსაჯვრდებულებს ცენტრის გარეთ მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ.