აშშ-ის ტერორისტების შემოწმების ცენტრსა და სუს-ს შორის მთავრობათაშორისი ხელშეკრულება გაფორმდა (27 ივნისი)

აშშ-ის ტერორისტების შემოწმების ცენტრსა და სუს-ს შორის მთავრობათაშორისი ხელშეკრულება გაფორმდა (27 ივნისი)

2017 წლის 27 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების გამოზიების ფედერალური ბიუროს ტერორისტების შემოწმების ცენტრის (TSC ) დირექტორმა, ჩარლზ ქეიბლმა დასაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტრერორისტული ცენტრის უფროსმა, ირაკლი ჩიმაკაძემ ხელი მოაწერეს  „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასადა საქართველოს მთავრობას შორის ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას“.

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ ხელშეკრულების გაფორმებაში შეტანილი წვლილისთვის. ხელშეკრულება ემსახურებაძალიან მნიშვნელოვანი მიზანს, გაუმჯობესდეს ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის ურთიერთგაზიარება,“- განაცხადა ჩარლზ ქეიბლმა. „ველით ჩვენს მთავრობებს შორისთანამშრომლობის განვითარებას, რათა დავიცვათ ორივე ქვეყნის უსაფრთხოება. ეს ხელშეკრულება გააფართოებს ჩვენს საერთო ანტიტერორისტულ ძალისხმევას და გაზრდის უკვემიღწეულ წარმატებას“.