განცხადება DV-2023 წლის მწვანე ბარათის პროგრამის შესახებ
გაცნობებთ, რომ DV-2023 წლის მწვანე ბარათის პროგრამა ოფიციალურად დასრულდა მსოფლიო მასშტაბით და თქვენი დაგეგმილი სავიზო გასაუბრება გაუქმებულია. სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასრულა DV-2023 წლის მწვანე ბარათის გათამაშების პროგრამის მოგებულთათვის ყველა არსებული ვიზის გაცემა. ჩვენ გვესმის, რომ 2023 წლის პროგრამის ადრეული დასრულება დიდი იმედგაცრუებააა იმ შერჩეული კანდიდატებისთვის, რომლებმაც ვერ მიიღეს ვიზა. თუმცა, 2025 წლის მწვანე ბარათის პროგრამის სააპლიკაციო ვადა ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა კვალიფიცირებულ კანდიდატს, შეიტანოს განაცხადი.
აშშ-ის კონგრესის მანდატის მიხედვით, ყოველ ფისკალურ წელს DV პროგრამა შემოიფარგლება დაახლოებით 55,000 ვიზის გაცემით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროგრამაში შერჩევა არ იძლევა გარანტიას, რომ განმცხადებელი მიიღებს ვიზის გასაუბრების შესაძლებლობას ან ვიზას. მწვანე ბარათის პროგრამაში შერჩევა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ პირს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა მწვანე ბარათის პროგრამაში და შეიძლება ჰქონდეს ვიზაზე განაცხადის შეტანის შანსი. იმის გამო, რომ პირველი 55,000 შერჩეული კანდიდატებიდან ზოგიერთი არ არის კველიფიცირებული ვიზის მისაღებად, ან უბრალოდ გადაწყვეტს, რომ არ მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა, ყოველწლიურად შერჩეულ კანდიდატთა რაოდენობა აჭარბებს ხელმისაწვდომი ვიზების რაოდენობას. ეს კეთდება იმისთვის, რომ არ დარჩეს გამოუყენებელი ვიზა.
სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავაც მზადაა, შეუწყოს ხელი შეერთებულ შტატებში იმიგრაციის დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების მოქალაქეთა მოგზაურობას და აღიარებს მრავალფეროვნების მნიშვნელოვან წვლილს აშშ-ის საზოგადოების განვითარებასა და დადებით გავლენაში მის ეკონომიკაზე.