განცხადება ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ (23 დეკემბერი)  

განცხადება ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ (23 დეკემბერი)

ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტსა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელლობით ქართული ოცნების დელეგაციასთან შედგა, სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა.

ემოკრატიული განვითარება საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად.