Flag

An official website of the United States government

პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება რუსეთის მიერ უკრაინაზე არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმის შესახებ
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
თებერვალი 23, 2022

დღეს მთელი მსოფლიო რუსეთის სამხედრო ძალების მიერ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინელი ხალხისთვის ლოცულობს. პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარგანზრახული ომი, რაც სიცოცხლის კატასტროფულ დაკარგვასა და ადამიანურ ტანჯვას გამოიწვევს. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და ნგრევაზე, რასაც ეს თავდასხმა მოიტანს, და შეერთებული შტატები ამას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ერთიანად და დამაჯერებლად უპასუხებს. მსოფლიო პასუხს აგებინებს რუსეთს.

ამ საღამოს მე სიტუაციას თეთრი სახლიდან ვაკვირდები და გავაგრძელებ რეგულარული ინფორმაციის მიღებას ჩემი ეროვნული უშიშროების გუნდიდან. ხვალ დილით შევხვდები ჩემს კოლეგებს დიდი შვიდეულიდან და შემდეგ მივმართავ ამერიკელ ხალხს, რომ გამოვაცხადო შეერთებული შტატების, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების შემდგომი პასუხი რუსეთის გაუმართლებელ აგრესიაზე უკრაინის, მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ. ჩვენ, ასევე, კოორდინაციაში ვიქნებით ნატოს მოკავშირეებთან, რომ უზრუნველვყოთ ძლიერი, ერთიანი პასუხი, რომელიც ალიანსის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ აგრესიას შეაკავებს. დღეს მე და ჯილი ვლოცულობთ უკრაინის მამაცი და ამაყი ხალხისთვის.