სახელმწიფო მდივნის პომპეოს განცხადება: საქართველოს ეროვნული დღე (26 მაისი)

შეერთებული შტატების მთავრობის სახელით, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს ვუსურვებ.

წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და თანამედროვე ისტორიაში პირველი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ასი წლის იუბილე აღინიშნება. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველო შეერთებული შტატების ახლო მეგობარი და ღირებული პარტნიორია.

ბოლო 27 წლის განმავლობაში საქართველომ დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარების კუთხითშთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. ასევე, საქართველოს მოქალაქეებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში, მათ შორის ავღანეთში, სადაც ისინი ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ მსახურობენ. ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ქართველი ხალხის თავდადება და მათ მიერ გაღებული მსხვერპლი.

შეერთებული შტატები სიამაყით უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ნატოში გაწევრიანებას, ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოუთმენლად ველით ჩვენი ქვეყნების მეგობრობასა და თანამშრომლობას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში.